გემრიელი სადილი მთელი ოჯახისთვის, როცა არ იცი, რა მოამზადო - ლიკა კვარაცხელია ხორცის "სოუზის" განსაკუთრებული რეცეპტით - მშობლები

გემრიელი სადილი მთელი ოჯახისთვის, როცა არ იცი, რა მოამზადო - ლიკა კვარაცხელია ხორცის "სოუზის" განსაკუთრებული რეცეპტით

2025-10-09 19:16:59+04:00

ყოფილი მოდელი, ამჟამად კი ინფლუენსერი, ტელეწამყვანი, კულინარი ლიკა კვარაცხელია ხშირად უზიარებს გამომწერებს გამოცდილ რეცეპტებს. ამჯერად ე.წ. სოუზის მისეული რეცეპტი გაანდო საზოგადოებას.

"როდესაც არ ვიცი რა მოვამზადო, ვამზადებ სოუზს

ინგრედიენტები:

  • ხბოს ხორცი — 1 კგ (ნაჭრებად დაჭრილი)
  • ხახვი — 1 ცალი
  • ნიორი — 4–5 კბილი
  • დაფნის ფოთოლი — 1–2 ცალი
  • ტომატის პასტა — 2 სუფრის კოვზი
  • პომიდორი — 3 ცალი (დაჭრილი ან გახეხილი)
  • ბულგარული წითელი წიწაკა — 2 ცალი
  • კარტოფილი — 2–3 ცალი
  • მწვანილი
  • მშრალი აჯიკა — 1 ჩაის კოვზი
  • მარილი — გემოვნებით
  • კარაქი — 50 გრ

მომზადება:

  1. ქვაბში მოათავსეთ ხორცი და მოშუშეთ თავისივე წვენში.
  2. დაუმატეთ კარაქი, დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და ნიორი — მოშუშეთ ერთად.
  3. ჩაამატეთ ბულგარული წიწაკა და ტომატის პასტა, მოურიეთ და მოშუშეთ კიდევ რამდენიმე წუთით.
  4. დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ სოუსი შესქელდება. თუ სითხე დაგაკლდებათ, დაამატეთ ცოტაოდენი ცხელი წყალი.
  5. ცალკე მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ 2–3 ნაჭერი ჩააჭყლიტეთ და ჩაამატეთ ქვაბში — ეს სოუსს შეასქელებს და განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებს.
  6. ბოლოს დაამატეთ მარილი, მშრალი აჯიკა და მწვანილი.
  7. დააფარეთ თავსახური და ხარშეთ კიდევ 5–10 წუთის განმავლობაში, რათა არომატები ერთმანეთს სრულად შეერწყას.

იმდენი ვიტირე, როცა მივხვდი, რომ ერთ წამში გაიფრინა ამ დრომ... ერთი წამი იყო პატარაობიდან იმ დრომდე, როდესაც ერთი შვილის ჯვრისწერა იყო და მეორის ბოლო ზარი... - ლიკა კვარაცხელია დედისა და ბებიის ამპლუაში