პოლიციამ ცნობილი პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა - რას ამბობენ მისი ვაჟები, „პედიატრი ძმები“ - მშობლები

პოლიციამ ცნობილი პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა - რას ამბობენ მისი ვაჟები, „პედიატრი ძმები“

2025-10-10 00:07:31+04:00

ამ საღამოს პოლიციამ ცნობილი ექიმი, აკადემიკოსი, პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გიორგი ჩახუნაშვილის სახლში, რის შემდეგაც ის თავადვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება.

დაკავების დროს ეზოში იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და ასევე ექიმის ვაჟები, რომლებსაც საზოგადოება "პედიტრი ძმების" სახელით იცნობს. მათ "ფორმულას" მისცეს რამდენიმე კომენტარი: