რუსკა მაყაშვილის უფროსი შვილის მხიარული დღეობა - ილია ნიჟარაძე 8 წლისაა (ვიდეო) - მშობლები

რუსკა მაყაშვილის უფროსი შვილის მხიარული დღეობა - ილია ნიჟარაძე 8 წლისაა (ვიდეო)

2025-10-10 08:26:32+04:00

რუსკა მაყაშვილის უფროსი შვილი ილია 8 წლის გახდა. რუსკამ ჯერ სახლში ჩააქრობინა სანთლები ტორტზე და საოცნებო საჩუქარიც დაახვედრა, საღამოს კი ილიამ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა ეს დღე.

561458245-18533410663049281-2824002982706149322-n-1760071041..jpg

რასაკვირველია, მის გვერდით იყვნენ დედაც და მამაც. მიუხედავად იმისა, რომ რუსკა და სანდრო ნიჟარაძე დაშორდნენ, შვილების დაბადების დღეებზე ორივე მათ გვერდითაა.

ცოტა ხნის წინ ღიად ისაუბრ რუსკამ ამ თემაზე:

"ქმართან დაშორებისათვის მზად არ ვიყავი. ამ თემაზე მოკლედ მინდა, ვისაუბრო. მეორე მხარეცაა და არ მინდა, რომ ვანერვიულო. ეს პროცესი ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. ბევრი წლის ფიქრი, აწონ-დაწონვა დამჭირდა... არასდროს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა. ცვლილებები მიჭირს. ბავშვობაში რომელი ჩანგლითაც ვჭამდი, სახლში რომ მივდივარ, ისევ იმით ვჭამ. ისევ ის ჭიქა მაქვს... ცვლილებების მეშინია, ყველა კუთხით. სახლის შეცვლის, ყველაფრის... რომ გავთხოვდი და წავედი, ერთი კვირა მაინც ჩემს დანგრეულ სახლში მივდიოდი და ვიჯექი. მიჭირს... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ვარ და ორი შვილი მყავს, ბევრს საქმეს შევეჭიდე, ამ ფიქრებმა მომიღო ბოლო...

დაშორება კიდევ უფრო რთულია. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ. ძალიან რთულია, ორი შვილი რომ გყავს თან. 8 თვე გავიდა და ჩემთვის ეს ჯერ კიდევ რთული თემაა. მაგრამ, გააზრებული, გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა."

არასდროს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა... ძალიან რთულია, ორი შვილი რომ გყავს თან - რუსკა მაყაშვილი მეუღლესთან დაშორების შესახებ საუბრობს