ისტორია 9 წლის დაკარგულ ბიჭუნაზე, რომელიც შემთხვევით მატარებელზე ავიდა და ჭიათურიდან ხელვაჩაურში, სოფელ მახოში აღმოჩნდა:
"9 წლის ვიყავი. დედას წავყევი, რომ დავხმარებოდი და უბედურებას წავაწყდი. მამაჩემი ომში გაიწვიეს. სამი თვითმფრინავი ჩამოაგდო, გმირულად დაიღუპა. ჩემი ძმა მამაჩემის ომში წასვლიდან 10 დღის შემდეგ დაიბადა. დედაჩემი, ჩვილბავშვიანი ქალი, ზესტაფონში მიდიოდა და ჰყიდდა დოქებს. იქ მატარებელში ავედი, რომ დაიძრა, დავიწყე ტირილი. ჩამოსვლა ვეღარ გავბედე. ვიფიქრე, მატარებელი უკან დაბრუნდება და მომიყვანს. შუაღამისას ჩავედით ფოთში, სად წავიდოდი? რომ ვერსად ვნახე წასასვლელი, ისევ მატარებელში ავედი. თურმე ბათუმი-ფოთის მატარებელზე ავსულვარ... ერთმა ქალმა მძინარეს გადამაფარა და სალში წამომიყვანა. არ მომეწონა ხალხი. კაცები ყაბალახებით, ქალები ჩადრებში... არ ვემორჩილებოდი ამ ხალხს, ვტიროდი, ყველაფერს ვამბობდი, მაგრამ ჩემი უკან დამბრუნებელი არავინ იყო. ომი იყო, გაჭირვება, ყველა თავისას ჩიოდა, არავის ეცალა ჩემთვის..." - ამბობს ჯემალ ცინცაძე.