მოდელ ანა ახვლედიანისა და მისი მეუღლის, ასევე ყოფილი მოდელის გიგა ბერაიას ქალიშვილი ევა 7 წლის გახდა.
"გუშინ ჩვენს პრინცესას, ევას 7 წელი შეუსრულდა, ხოდა ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ მისი სურვილები აგვესრულებინა" - წერს ანა და დაბადების დღის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. ევას დღეობაზე მეგობრებთან და მშობლებთან ერთად, ულამაზესი ბებიაც ესწრებოდა.
ვიდეოს ბევრი აღფრთოვანებული კომენტარი მოჰყვა.