ნავთლუღის ქუჩაზე დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები არიან - მომხდარი შესაძლოა სახიფათო რელიგიურ კულტს უკავშირდებოდეს - მშობლები

ნავთლუღის ქუჩაზე დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები არიან - მომხდარი შესაძლოა სახიფათო რელიგიურ კულტს უკავშირდებოდეს

2025-10-12 22:14:03+04:00

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლები გვიან ღამით კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა. პოლიციის ჯგუფები მთელს სადარბაზოში მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებდნენ. მათ სწორედ სამართალდამცველებისგან შეიტყვეს, რომ ეზოში, საბავშვო მოედანზე, სამი ცხედარი იყო - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და 13 წლის ბიჭის. სამივე კორპუსის ბოლო სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.

ვინ არიან გარდაცვლილები? "კურიერი P.S." მათი ვინაობა ექსკლუზიურად გაარკვია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - 48 წლის ელენა ზინინა, 48 წლის ვლადიმირ ბოჭკო და 13 წლის ალექსანდრ ზინინი, რომელიც, სავარაუდოდ, დედის გვარს ატარებდა. გავარკვიეთ, რომ საქართველოში ჯერ მამაკაცი და არასრულწლოვანი შემოვიდნენ, მოგვიანებით კი მათ მოზარდის დედაც შეუერთდათ. ოჯახი თბილისში სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობდა, პირველ ოქტომბერს კი, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, მათ სახლი ისანში, საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო სართულზე იქირავეს...

წერილი, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, "კურიერი P.s.-ისთვისაც" გახდა ცნობილი. გავარკვიეთ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე 22-ე სართულიდან ჯერ პარკში გახვეული ფეხსაცმელები გადმოყარეს. იქვე მიმაგრებული იყო წერილი, სადაც გარდაცვლილთა რელიგიურ შეხედულებებზეა საუბარი. წერილში ნახსენებია რამდენიმე სახელიც. ოჯახი, მათ მადლობას უხდის.

წერილის შინაარსი ადგილობრივებს აფიქრებინებს, რომ მომხდარი შესაძლოა სახიფათო რელიგიურ კულტს უკავშირდებოდეს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო