1990-იან წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში ქალები შეყვარებულნი იყვნენ ფაკუნდო არანაზე, უფრო სწორად, მის გმირზე - სიმპათიურ ივოზე. არგენტინელმა მსახიობმა ივო დი კარლო მირანდა რაპალოს როლი ითამაშა სერიალში „ველური ანგელოზი“ და მილიონობით ქალის კერპად იქცა...
ის ახლა ახლა 53 წლისაა და აგრძელებს ფილმებში თამაშს, თუმცა მისი ფილმები და სერიალები ისეთი პოპულარული აღარ არის. იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. ახლახანს გამოჩნდა საჯაროდ მეუღლესთან ერთად. წყვილი 2008 წლიდან ერთადაა და სამ შვილს ზრდის.
ბევრმა აღნიშნა, რომ ფაკუნდო ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა მისი ღიმილი მაინც მომხიბვლელია. ღონისძიებაზე არანამ გულახდილად ისაუბრა მისი ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდზე. საერთაშორისო პოპულარობამდე დიდი ხნით ადრე, ფაკუნდო არანას სასიკვდილო დაავადება დაუდგინეს. როდესაც ის 17 წლის იყო, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ კიბოს იშვიათი ფორმა, ჰოჯკინის დაავადება, ჰქონდა. იმ დროს პროგნოზი არასახარბიელო იყო და მომავალ მსახიობს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის გავლა მოუწია, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ფაკუნდო არანას სრულად გამოჯანმრთელებისთვის ხუთი წელი დასჭირდა და მსახიობობის სიყვარული მთელი ამ ხნის განმავლობაში ეხმარებოდა. ფაკუნდომ თეატრალური კარიერა მოზარდობის ასაკში დაიწყო: ძალიან მორცხვი იყო და ოჯახის წევრები ამხნევებდნენ, რომ სცენაზე ერთხელ მაინც გამოსულიყო. 1990-იანი წლების ბოლოს არგენტინული ტელევიზიის წამყვანი სექს-სიმბოლო გახდა, მაგრამ ასაკთან ერთად ეს სტატუსი დაკარგა. ახლა ზოგიერთი ინტერნეტ მომხმარებელი ხუმრობს კიდეც, რომ ნატალია ორეირო „ველური ანგელოზის“ გადაღებების დროს ჩუმად „მის სისხლს სვამდა“, რადგან 48 წლის ასაკში ნატალია ოდნავადაც არ შეცვლილა!
სხვათა შორის, სერიალ „ველური ანგელოზის“ პირველი სეზონების შემდეგ, ფაკუნდო არანასა და ნატალია ორეიროს შორის რომანზე ჭორები დადიოდა, თუმცა ისინი ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ მეგობრები იყვნენ. იმ დროს მსახიობი უკვე ხვდებოდა მსახიობ იზაბელ მასედოს, სერიალ „მდიდარი და ცნობილის“ ვარსკვლავს. ფაკუნდომ მასთან ურთიერთობა 1998 წელს დაიწყო და წყვილი 10 წელი იყო ერთად. 2008 წელს ისინი მოულოდნელად დაშორდნენ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თუმცა ჭორები გავრცელდა, რომ მიზეზი სწორედ მსახიობის ღალატი იყო.
დაშორების შემდეგ მალევე, მან დაიწყო ურთიერთობა მოდელთან და ტელეწამყვან მარია სუსინისთან. მათ ქალიშვილი შეეძინათ, ოთხი წლის შემდეგ კი ფაკუნდო არანამ საყვარელ ადამიანს ხელი სთხოვა. დღეს წყვილს სამი შვილი ჰყავს. მსახიობი ცდილობს დროის უმეტესი ნაწილი ოჯახთან გაატაროს და ასევე დაინტერესებულია ექსტრემალური სპორტით, მთამსვლელობიდან სერფინგამდე.