თუ ბავშვის ცხვირში უცხო სხეული აღმოჩნდა - რა არ უნდა გააკეთოთ ამ დროს და რა იქნება ყველაზე სწორი დახმარება - მშობლები

თუ ბავშვის ცხვირში უცხო სხეული აღმოჩნდა - რა არ უნდა გააკეთოთ ამ დროს და რა იქნება ყველაზე სწორი დახმარება

2025-10-13 10:48:35+04:00

პატარებს ხშირად სჩვევიათ ცხვირში უცხო ნივთების შედება. რაც ყველაზე ცუდია, ეს დიდხანს რჩება მშობლისთვის შეუმჩნეველი.

თუ საგანი დიდია ან ოდნავ მოძრაობს, შეიძლება ერთ-ერთ ნესტოში ან ღრმად ცხვირის ღრუში გაიჭედოს და ბავშვს სუნთქვა გაუჭირდეს. პატარა საგნის შემთხვევაშიც კი შეიძლება წარმოიქმნას ნაწილობრივი დახშობა, რაც განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისა და პატარა ასაკის ბავშვებისთვის.

ყველაზე ხშირად უცხო ნივთები ბავშვების ცხვირში 2-დან 5 წლამდე ასაკში აღმოჩნდება ხოლმე.

პირველი ნიშანი ასეთი შემთხვევისა იქნება ცხვირის ცალმხრივი გაჭედვა. შემდეგ ორი დღის განმავლობაში მძაფრდება ცხვირის ჩირქოვანი გამონადენი და ჩნდება უსიამოვნო სუნი. ასეთი სურათი იკვეთება იმ შემთხვევაში, თუ მასალამ, რომლისგანაც უცხო სხეულები შედგება, არ გამოიწვია ლორწოვანი გარსის დამწვრობა.

მაგრამ თუ მაგალითად ცხვირში აღმოჩნდა რაღაც ბატარეის მსგავსი, მაშინ მაშინვე ჩნდება დამწვრობის დამატებითი რისკი და შედეგად - ცხვირის ძგიდეში ზედმეტი ნახვრეტის გაჩენა, რაც ძალიან საშიშია და გავლენას ახდენს სახის ჩონჩხის ზრდასა და განვითარებაზე.

რა საფრთხეები ახლავს უცხო სხეულს ცხვირში?

1. ლორწოვანის დაზიანება

ცხვირის ლორწოვანი გარსი ძალიან ნაზია. უცხო ნივთმა ან მისი ამოღების მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს:- სისხლდენა- შეშუპება- ანთება- ტკივილი და ინფექცია.

2. ინფექცია და ჩირქოვანი ანთება

თუ ნივთი რამდენიმე საათით ან დღით დარჩა ცხვირში, იწყება ლორწოვანის გაღიზიანება და ბაქტერიების გამრავლება. ეს იწვევს ჩირქოვან გამონადენს, უსიამოვნო სუნს, ტემპერატურას და შეიძლება გავრცელდეს ყელში ან შუა ყურში.

3. ნერწყვის ან ჩასუნთქვის საფრთხე

თუ ბავშვმა ჩაისუნთქა პატარა საგანი, ის შეიძლება ცხვირიდან ხორხში ან სასუნთქ გზებში გადავიდეს — ასეთ დროს უკვე საქმე გვაქვს სასწრაფო შემთხვევასთან, რადგან შეიძლება სუნთქვა სრულიად შეწყდეს.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა

არც ერთ შემთხვევაში არ სცადოთ უცხო სხეულის თავად ამოღება: ეს ძალიან საშიშია, რადგან თქვენი მცდელობებმა შეიძლება საქმე გააუარესოს - ნივთს კიდევ უფრო ღრმად შევიდეს და უფრო გართულდეს მისი ამოღება. ასეთი მოქმედებები გაზრდის რისკს, რომ უცხო სხეული ხახაში და ხორხში მოხვდეს, სასუნთქი გზები გადაიკეტოს სუნთქვის შეჩერებით, ან ნივთი ბრონქებსა და ფილტვებში მოხვდეს, რაც ასევე ძალიან საშიშია.

შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, არ შეშინდეთ და მშვიდად, ყურადღებით დაათვალიერეთ, შემდეგ კი რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს. თუ კი შენიშნავთ სისხლიან გამონადენს და თუ ბავშვი უჩივის ძლიერ ტკივილს, მაშინ გადადების სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეთ - გადაგიყვანენ და ექიმები სწრაფად იმოქმედებენ.

პროფილაქტიკის მიზნით შეეცადეთ ბავშვს გარშემო არ ჰქონდეს წვრილი ნივთები, რომლებიც ის შეიძლება ცხვირში ჩაიდოს. სამი წლიდან ბავშვს საჭიროა რაც შეიძლება გასაგებად აუხსნათ, რომ ასეთი საქციელი საშიშია.