რატომ მოქმედებს ერთნაირი კვება განსხვავებულად და როგორ უნდა გათავისუფლდეთ ამ პრობლემისგან - მშობლები

"ჩემზე მეტს ჭამს და გამხდარია, მე მაგის ნახევარიც მასუქებს" - რატომ მოქმედებს ერთნაირი კვება განსხვავებულად და როგორ უნდა გათავისუფლდეთ ამ პრობლემისგან

2025-10-13 14:19:22+04:00

სოციალურ ქსელებში ბევრი სასაცილო ვიდეო იდება იმაზე, რომ ერთი და იგივე სალათით ზოგი იკლებს, ხოლო იგივე სალათით სხვები სუქდებიან. სამწუხაროდ, ბევრისთვის ეს ხუმრობა კი არა, რეალური პრობლემაა. რატომ სუქდება ერთი, როცა იგივე საკვებით სხვა სრულიად ნორმალურ წონას ინარჩუნებს?

რეალურად, ამ მოვლენას თავისი ახსნა აქვს. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენი ნაწლავის მიკრობიომზე. თუ ნაწლავში არასწორი ბაქტერიებია, ისინი საკვებიდან მაქსიმუმ კალორიას შეითვისებენ და ამიტომ ხდება, რომ ერთი ადამიანმა ერთი და იგივე კერძიდან შეითვისებს 100 კალორიას, ხოლო მეორე — 115-ს. თუ ამ სხვაობას თვის განმავლობაში შევაჯამებთ, განსხვავება საგრძნობლად დიდი გამოვა.

თუ თქვენ ვერ იშორებთ ცხიმს მუცლის არეში, შესაძლებელია, რომ თქვენს ნაწლავში Firmicutes ჯგუფის ბაქტერიები სჭარბობდნენ. ისინი არ გაძლევენ წონის დაკლების საშუალებას, თუნდაც სწორად იკვებებოდეთ. ეს ბაქტერიები თითოეული საკვების მიღებიდან მაქსიმუმ ენერგიას "გამოწურავენ".

ჭამ და იკლებ - 10 საკვები, რომლებიც კალორიებს წვავს და დიეტის გარეშეც ამცირებს წონას

ამ ბაქტერიების სიჭარბეს და ზოგადად მიკროფლორის დისბალანსს მრავალი ფაქტორი განაპირობებს: ანტიბიოტიკების მიღება, ულტრაგადამუშავებული პროდუქტების (ფასტფუდი, ძეხვი, სოუსები და ა.შ.) ხშირი მოხმარება, შაქრისა და ზოგიერთი ხელოვნური დამატკბობლების გადაჭარბება. უნდა გვახსოვდეს, რომ შაქარი თითქმის ყველგან არის — პომიდვრის კეტჩუპიდან და ნატურალური იოგურტებიდან დაწყებული, ხილით და გაზიანი სასმელებით დამთავრებული. ზოგ პროდუქტში კი მისი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სულ რამდენიმე საათში შეიძლება მიიღოთ დღიური ნორმა.

მაგრამ ასეთი დისბალანსის კიდევ ერთი მიზეზია გარკვეული სასარგებლო პროდუქტების ნაკლებობა. ზოგჯერ საკმარისია თქვენს მენიუში ბუნებრივი პრებიოტიკები დაამატოთ, რომლებიც ნებისმიერ მაცივარში მოიძებნება. მაგალითად:

- ფერმენტირებული რძის პროდუქტები — მაწონი, კეფირი (სასურველია შაქრის გარეშე ან მინიმალური რაოდენობით);- ფერმენტირებული პროდუქტები, მაგალითად, კომბოსტოს მწნილი; ზოგიერთი ხილი — ბანანი, ვაშლი აუცილებლად უნდა იყოს მენიუში; მარცვლეული და პარკოსნები; ასევე ხახვი და ნიორი.

ეს პროდუქტები არა მხოლოდ ამდიდრებენ მენიუს, არამედ ხელს უწყობს ნაწლავში სწორი მიკრობიომის „გაზრდას“, რაც წონის კონტროლში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

რატომ არ სუქდებიან ფრანგი ქალები - 5 მთავარი რეკომენდაცია ფრანგი სპეციალისტისგან, წონაში კლებისა და მოხდენილი ფიგურის შენარჩუნებისთვის
რა ხდება ორგანიზმში 40 წლის შემდეგ, რატომ იმატებენ ადამიანები წონაში და რა უნდა გააკეთოთ, თუ მცდელობის მიუხედავად, ზედმეტი კილოგრამების დაკლებას ვერ ახერხებთ - ენდოკრინოლოგი განმარტავს