"არ ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი..." - ანჯელინა საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლების ამოკვეთის ოპერაციებზე აკეთებს კომენტარს - მშობლები

"არ ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი..." - ანჯელინა საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლების ამოკვეთის ოპერაციებზე აკეთებს კომენტარს

2025-10-13 17:53:19+04:00

ათი წლის წინ მსოფლიო მოვლენად იქცა ანჯელინა ჯოლის გადაწყვეტილება. ახალგაზრდა, წარმატებულმა, ჯანმრთელმა ქალმა პრევენციის მიზნით გადადგა საკმაოდ რადიკალური ნაბიჯი - ორმაგი მასტექტომია და საკვერცხეების ამოკვეთა გაიკეთა. Hello!-სთან ახალ ინტერვიუში 50 წლის მსახიობმა თავის გადაწყვეტილებაზე კვლავ ისაუბრა.

2013 წელს ანჯელინა ჯოლიმ პროფილაქტიკური ორმაგი მასტექტომია გაიკეთა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ატარებდა გენს, რომელიც ზრდის სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხეების კიბოს რისკს. ოპერაციების შემდეგ მსახიობმა საჯაროდ გაამხილა თავისი შედეგები, რამაც პრესასა და სამედიცინო საზოგადოებაში მწვავე დებატები გამოიწვია.

„მე გადავწყვიტე ოპერაცია გამეკეთებინა, რადგან დედა და ბებია ძალიან ადრე დავკარგე“, - იხსენებს მსახიობი.

თავის ახალ ფილმში „კუტიური“, ანჯელინა ამერიკელი რეჟისორის როლს ასრულებს, რომელიც პარიზში მოდაზე ფილმის გადასაღებად ჩადის, მაგრამ მოგზაურობის დროს აღმოაჩენს, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო აქვს. ეს ნამუშევარი ჯოლის ახსენებს ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებას.

„მე მაქვს BRCA გენი, ამიტომ 10 წლის წინ გადავწყვიტე, ორმაგი მასტექტომია გამეკეთებინა. შემდეგ კი საკვერცხეები ამოვიღე, რადგან სწორედ ამან შეიწირა დედაჩემის სიცოცხლე. ეს ჩემი არჩევანია. არ ვამბობ, რომ ყველამ იგივე უნდა გააკეთოს, მაგრამ მნიშვნელოვანია არჩევანის ქონა. და არ ვნანობ ამას.“

ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ბევრი ქალი, რომელიც კიბოს წინაშე დგას, კარგავს რწმენას, რომ კვლავ იგრძნოს თავი სასურველად და სექსუალურად. და, სავარაუდოდ, მათ ყველაზე უკეთ ესმით ასეთი ოპერაციების რაციონალურობა.

„ვფიქრობ, ბევრი რამ არის სასაუბრო და ეს აერთიანებს არა მხოლოდ ქალებს, არამედ ყველას, ვინც მსგავსი რამ განიცადა, ან ვინც თავს დაუცველად და მარტოსულად გრძნობს...“

original-1-1760363884.webp
ანჯელინა დედასთან ერთად

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლის დედა, მსახიობი მარშელინ ბერტრანი, 2007 წელს, 56 წლის ასაკში, საკვერცხის კიბოთი გარდაიცვალა, რვაწლიანი ბრძოლის შემდეგ. ანჯელინას ბებია, ლოის ჯუნ ბერტრანი, 45 წლის ასაკში ასევე კიბოთი გარდაიცვალა. ჯოლიმ ადრე განაცხადა, რომ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, რათა „ენახა, როგორ იზრდებიან მისი შვილები“.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 19 წლის ქალიშვილმა შაილომ სახელიც შეიცვალა და მამის გვარიც უარყო: ბრედს ძალიან ეწყინა
ანჯელინა ჯოლის ძმამ საიდუმლოდ იქორწინა და ვარსკვლავი და ქორწილს არ ესწრებოდა. სამაგიეროდ, მსახიობი მამა უმშვენებდა გვერდს
სამი უიღბლო ქორწინება, რთული თინეიჯერობა და საკუთარი ნებით გაკეთებული ოპერაციები - ანჯელინა ჯოლის ცხოვრების გზა
მასაც შეეძლო, ჰოლივუდის ვარსკვლავი გამხდარიყო - ანჯელინას ჯოლის ულამაზესი დედა