ხანძრის დროს გარდაცვლილი 5 ბავშვის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს: „მეგონა, გვერდში დამიდგებოდა მეუღლე, მაგრამ ასე არ მოხდა... დავიწყე ახალ ანგელოზზე ფიქრიც, მაგრამ... არ მინდა ჩემი ტკივილით ახალშობილი დავტანჯო“ - მშობლები

ხანძრის დროს გარდაცვლილი 5 ბავშვის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს: „მეგონა, გვერდში დამიდგებოდა მეუღლე, მაგრამ ასე არ მოხდა... დავიწყე ახალ ანგელოზზე ფიქრიც, მაგრამ... არ მინდა ჩემი ტკივილით ახალშობილი დავტანჯო“

2025-10-13 21:43:55+04:00

სოფელ საბერიოში ხანძრის დროს გარდაცვლილი 5 ბავშვის მშობლები ქრისტინე სორდია და ვიტალი ჭოლარია, დაშორდნენ. ამის შესახებ ქრისტი თავის ვიდეომიმართვეში ამბობს, რომელიც ბლოგერმა ზანდა ზოიძემ გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვების დედა ჯერ კიდევ ტრაგედიამდე აპირებდა მეუღლესთან განშორებას.

„ჩხუბი მოგვივიდა, როცა პატარები გვყავდნენ. გაშორება გვქონდა გადაწყვეტილი. მინდოდა ბავშვების დედაჩემთან წაყვანა, რომ წამეყვანა ჩემი ანგელოზები, დღესაც ცოცხლები იქნებოდნენ“, - ამბობს ქრისტი.

მისი თქმით, ეგონა, რომ თავს დახეტილ უბედურებასთან გამკლავებაში მეუღლე დაეხმარებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

tragedia-1736712291-1737012598-1760377605.jpg

„ ძალიან რთული იყო ჩემთვის იქ ვხოვრება. ბავშვების მერე უფრო რთული გახდა. მეგონა რომ მეუღლესთან ერთად გადავლახავდი ამ ტკივილს, მაგრამ ასე არ მოხდა. ამხელა ტკივილის შემდეგ არ მეგონა, თუ ისევ მეტკინებოდა გული... გადავწყვიტე, მეუღლესთან დავასრულო ურთიერთობა. ჩემთვის ძალიან რთულია ამ ორი ტკივილის ერთად გადატანა, მაგრამ ჩემს შვილებს არ გაუხარდებათ, მე რომ ცუდად ვიყო და რამე დამემართოს“, - ამბობს გარდაცვლილი ბავშვების დედა, რომელიც ტრაგედიის შემდეგ კიდევ კვლავ შვილის გაჩენაზე ფიქრობდა.

„ბავშვების მერე დავიწყე ახალ ანგელოზზეც ფიქრი,რომელიც ჩემს შვილებს გულში გამიცოცხლებდა... მერე რომ ვიფიქრე, ვერც ერთი შვილი ვერ შემიცვლის ჩემს ანგელოზებს. ისეთი ტკივილი მაქვს გულში, ახალდაბადებულ ბავშვს ამ ტკივილს ვერ ვაგრძნობინებ. არ მინდა ახალშობილი დავტანჯო და იმ ადგილას ვაცხოვრო,სადაც მისი დატანჯული დები ცხოვრობდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, მას მერე, რაც ჩვენს შორის მოხდა და მეგონა,რომ გვერდით დამიდგებოდა მეუღლე, დავასრულო მეუღლესთან ურთიერთობა. რაც შეეხება თანხას, რომელიც შეგროვილია, გადავცემ სხვა მშობლებს პატარა ანგელოზებისთვის. „ - ამბობს ქრისტი.

ხანძარი გალის სოფელ საბერიოს ხის პატარა სახლში 5 იანვარს, დილით გაჩნდა. როგორც ამბობენ, ბებიამ შეშის ღუმელში ცეცხლის დასანთებად ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი შეასხა, ცეცხლი უცებ აალდა და ხის სახლს სწრაფად მოედო. სახლი თითქმის 10 წუთში დაიფერფლა. ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. პატარები ისე დაიწვნენ, რომ ყველას ამოცნობა ვერ მოხერხდა. ოთხი ბავშვის სხეულის ნაწილები დამწვარ რკინის საწოლებზე იპოვეს, ემილიას დამწვარი სხეული კი, რომელსაც, როგორც ჩანს, ხანძრის დროს ეღვიძა, იპოვეს საწოლიდან მოშორებით, სადაც, ალბათ, მაგიდა იდგა. მეზობლების თქმით, ჩანს, შეშინებული მაგიდის ქვეშ დაიმალა. ბებია მესამე ხარისხის დამწვრობით ჯერ რუხის, შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

მხოლოდ ემილია ამოიცნეს, საწოლის ქვეშ შემძვრალა... მასთან ერთად იყო პატარაც, ჩახუტებული ჰყავდაო, სხვა ბავშვები საწოლში იპოვეს - ოჯახს ორი წლის წინ რამდენიმე კვირის ახალშობილი ბიჭი ჰყავს დაღუპული