დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორიზაზა თელია კოტcast-ში აკნეს განვითარების რისკებზე საუბრობს და ასახელებს ვიტამინს, რომელმაც შესაძლოა, პრობლემის პროვოცირება გამოიწვიოს:
- არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც აკნეს პროვოცირებას იწვევს. მაგალითად, პაციენტმა იმკურნალა, წლების განმავლობაში, 5, 6, 7 წელი ყველაფერი კარგად იყო და შემდეგ რეციდივი მისცა. რეციდივი არ ექნებოდა, რომ არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. მაგალითად, მიიღო ვიტამინები, დანამატები, მათ შორის, "ატომური ბომბი" B12 ვიტამინია. მართლა ატომური ბომბია... უამრავი პაციენტია, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონიათ აკნე, გენეტიკაში აქვს, თერაპიული მიზნით B12 ვიტამინი მიიღო და დაეწყოთ აკნე. ხოლო, ერთად B12 და ბეტამეტაზონი - ატომურ ბომბზე მეტია. მათ ანოტაციაში არ უწერიათ, რომ აკნესკენ მიდრეკილი პაციენტებისათვის რეკომენდებული არ არის.