მიუხედავად ბუკინგემის სასახლის მხრიდან გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებებისა, ინტერნეტმომხმარებლები სულ უფრო ნაკლებად ელიან სასიკეთო გამოსავალს გაერთიანებული სამეფოს მონარქის ჯანმთელობასთან დაკავშირებით.
მეფე ჩარლზ III-ის გამოჩენამ კლიმატის სამიტზე, რომელიც ახლახან ლონდონში გაიმართა, დიდი შეშფოთება გამოიწვია. გამოცემა Radar Online-ის ცნობით, მონარქის ბოლო ფოტოებმა შოკში ჩააგდო როგორც მისი გარემოცვა, ისე საზოგადოება: კადრებში მეფე ძალიან გამოფიტული, გამხდარი და ფერმკრთალია.
ინსაიდერების თქმით, ბუკინგემის სასახლეში ნამდვილი პანიკაა. მათ ასევე გამოთქვეს ვარაუდი, რომ მონარქი „უფრო სერიოზულ პრობლემას ებრძვის, ვიდრე ოფიციალურად ჩანს“, და რომ შესაძლოა მისი ფოტოები დამუშავებულია, რათა საზოგადოებამ ვერ დაინახოს რეალური მდგომარეობა, თუმცა შელამაზება სულ უფრო ძნელად ხერხდება.
„სიბერის სისუსტეს ფოტოშოპით ვერ დაფარავ. ის, რასაც ვხედავთ, რეალობაა, რომელიც გვირგვინის მიღმა იმალება — მონარქი დაცემის პროცესშია,“ — თქვა ერთ-ერთმა ინსაიდერმა.
ფიზიკური მდგომარეობა, როგორც ჩანს, ბოლო თვეებში საგრძნობლად გაუარესდა. წყაროების ცნობით, ჯოხი, რომელსაც ჩარლზი იყენებს, აღარ არის მხოლოდ ცერემონიის ატრიბუტი — ის რეალური საჭიროებად იქცა. მეფეს უჭირს გადაადგილება საკუთარ რეზიდენციაშიც კი, და ზოგიერთ ცნობით, ალკოჰოლს მიმართავს, რათა დაავადებისგან გამოწვეული მუდმივი ტკივილი შეამსუბუქოს. ეს საყურადღებო ნიშანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ივლისში მეფის ახლობლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ მისი გადაღლილობის გამო — ჩარლზი უარს ამბობდა სამუშაო ტემპის შემცირებაზე, მიუხედავად რთული დიაგნოზისა. როგორც ჩანს, მისი სურვილი, ნებისმიერ ფასად შეასრულოს სამეფო მოვალეობები, მის ფიზიკურ შესაძლებლობებთან უკვე შეუთავსებელია.
ოფიციალური სიმშვიდის ფონზე, სასახლეში, როგორც ირკვევა, მიმდინარეობს აქტიური მზადება ყველაზე სამწუხარო შედეგისთვის. იმავე ინსაიდერების ცნობით, „ისინი ჩუმად ამზადებენ უილიამს გვირგვინის სწრაფი გადაცემისთვის“, რადგან „იდეალური ჯანმრთელობის ილუზია იშლება“. ეს მიუთითებს, რომ უფროსი ვაჟის — პრინცი უილიამის — მოსამზადებელი ნაბიჯები უკვე სერიოზულად დაიწყო. თვით პრინცი ჰარიც კი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტში იყო ოჯახთან, მედიის ცნობით, აღიარებდა, რომ ეშინია მამასთან შერიგება რომ ვერ მოასწროს: „არ ვიცი, მამას კიდევ რამდენი დრო დარჩა,“ — ამბობდა ის.
მიუხედავად ამისა, ბუკინგემის სასახლის ოფიციალური პოზიცია ბევრად უფრო თავშეკავებული და ოპტიმისტურია. 2025 წლის მარტში, როდესაც მეფე საავადმყოფოში მოხვდა მკურნალობის გვერდითი ეფექტების გამო, ეს შემთხვევა აღწერეს, როგორც „პატარა შეფერხება". მაშინვე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩარლზი მუშაობას აგრძელებდა. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ სასახლის მთავარი გზავნილი იყო თავდაჯერებულობა, ხოლო ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა — დროებით სირთულედ იყო წარმოჩენილი.
2024 წლის თებერვალში ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ჩარლზ III ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი დიაგნოზი არ გამჟღავნებულა, ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მონარქს შესაძლოა პროსტატის კიბო ჰქონდეს მეტასტაზებით ძვლებში. მეფე დანებებას არ აპირებს. განსაკუთრებულად მას შთააგონებს ქეით მიდლტონის მაგალითი, რომელმაც იანვარში განაცხადა რემისიის შესახებ. თუმცა ვითარებას ართულებს ის, რომ ჩარლზი არ ენდობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და უპირატესობას ხალხურ მკურნალობას ანიჭებს. ცნობილია, რომ მეფე მუდამ წინააღმდეგი იყო ქიმიოთერაპიის, რომელსაც „უსარგებლოდ“ მიიჩნევდა.