საბერიოს ტრაგედიისას დაღუპული 5 ბავშვის მამა ამბობს, რომ ცოლის დაშორების განზრახვა ვიდეომიმართვით გაიგო - "ერთად გადავიტანეთ ამხელა ტრაგედია. მინდა, ისევ ერთად გავაგრძელოთ ეს ბრძოლა" - მშობლები

საბერიოს ტრაგედიისას დაღუპული 5 ბავშვის მამა ამბობს, რომ ცოლის დაშორების განზრახვა ვიდეომიმართვით გაიგო - "ერთად გადავიტანეთ ამხელა ტრაგედია. მინდა, ისევ ერთად გავაგრძელოთ ეს ბრძოლა"

2025-10-14 14:22:25+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები, ქრისტი და ვიტალი ჭოლარიები, დაშორდნენ.

ეს გადაწყვეტილება ქრისტიმ საჯაროდ, სანდრა ზოიძისმიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის მეშვეობით გაახმაურა. ვიდეოში ქრისტი მისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის ტრაგედიაზე და მეუღლესთან დაკავშირებულ თემაზე საუბარი ძალიან მძიმეა.

ხანძრის დროს გარდაცვლილი 5 ბავშვის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს: „მეგონა, გვერდში დამიდგებოდა მეუღლე, მაგრამ ასე არ მოხდა... დავიწყე ახალ ანგელოზზე ფიქრიც, მაგრამ... არ მინდა ჩემი ტკივილით ახალშობილი დავტანჯო“

“გარდაცვლილი ბავშვების მამა,ვიტალი ჭოლარია ამბობს, რომ ქრისტის გადაწყვეტილებით გაოგნებულია. როგორც მან ჩვენთან ინტერვციუში აღნიშნა, რომ ბოლო 27 დღეა, ცოლთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

მან ასევე გაიხსენა, როგორ ებრძოდნენ ტრაგედიას ერთად:

"ჩვენ აფხაზეთში ვიყავით მე, ქრისტინა და დედაჩემი. ნორმალურად ვიყავით. ამ ტრაგედიას ერთად ვიტანდით მე და ჩემი ცოლი. სანდრამ მოგვცა იმის იმედი, რომ შვილი შეგვეძინებოდა... ჩემი ცოლი თურქეთში გავუშვი [ამ იმედით], მაგის მერე, ორი დღე ვსაუბრობდით ერთმანეთში და მერე შეწყდა. რა მოხდა, აზრზე არ ვარ".

ვიტალიმ აღნიშნა, რომ ტრაგედიის შემდეგ ახალ სახლში გადასვლას გეგმავდნენ: "ჩვენ ეგრე მოვილაპარაკეთ, მთავრობამ რომ სახლი შეგვიძინა, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ იქ ვიცხოვრებდით...

განაგრძეთ კითხვა