ლილიანას ოპერაცია წარმატებით დასრულდა - თურქი ექიმის დახმარებით, კიდევ ერთი ქართველი გოგონას ტრანსფორმაცია შედგა - მშობლები

ლილიანას ოპერაცია წარმატებით დასრულდა - თურქი ექიმის დახმარებით, კიდევ ერთი ქართველი გოგონას ტრანსფორმაცია შედგა

2025-10-14 19:30:20+04:00

არც ისე დიდი ხნის წინ გულშემატკივრობდა მთელი საქართველო 16 წლის მარიამ კოხრეიძის ოპერაციას თურქეთში. გოგონა ცნობილი ქველმოქმედის, დანტესის (დავით ოქროპილაშვილის) და ექიმი მედეა იობაშვილის ორგანიზებით, საზოგადოების მიერ შეგროვილი თანხის დახმარებით წაიყვანეს თურქეთში.მისი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - ორი ოპერაცია გახდა საჭირო, „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება. მაშინ თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ისე მოკიდა ხელი მარიამის გარდასახვას.

mariam-1742484166.png

ამჯერად კი დანტესის და მედეას დახმარებით და საზოგადოებისგან შეგროვილი თანხის მეშვეობით, კიდევ ერთი გოგონა, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილი გარდაისახა. ლილიანამ თავად მიმართა დანტესს მარიამის ოპერაციის შემდეგ. მხატვარი გოგონა ანკილოზის დიაგნოზით, სოფელ ფლავისმანიდან, თურქეთში წაიყვანეს ექიმ ალთან ვაროლთან და სულ ახლახან გავრცელებული ფოტოების თანახმად, მისი ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
liliana2-1760457039.png
561761361-122271318770029278-5498075101610372428-n-1760457039.jpg
იხილეთ ვრცლად ლილიანაზე.
ურთულესი ოპერაციიდან 6 დღის შემდეგ მარიამმა პირველად დაინახა თავისი ახალი სახე (ვიდეო)
შვილი მიკვდებოდა და წამლის ფული არ მქონდა. ერთი შვილი გარდაცვლილი გვყავს... ძალიან მძიმე წლები გვაქვს გავლილი - დანტესის დედა განვლილ წლებს იხსენებს
ქუთაისელი ფოტოგრაფი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის - ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, ადამიანები და პიროვნებები ეპოქას ქმნიან...