მომღერალი მარიამ გულბანი გადაცემა 'სიცრუის დეტექტორს' სტუმრობდა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა:
- ძალიან პატარა დავქორწინდი, 17 წლის. ყველა წინააღმდეგი იყო - დედა, დეიდები, მამიდები, ბებიები... მაგრამ თავნება ბავშვი ვიყავი და ჩემი გავიტანე. ნელ-ნელა თანაცხოვრებაში აღმოვაჩინე ისეთი რაღაცები, რაც აქამდე არ ვიცოდი მასზე. არანორმალურად ეჭვიანი იყო... აღმოვჩნდი ძალიან არასტაბილურ ადამიანთან, რომელიც იყო ფსიქოლოგიურად მოძალადეც და ფიზიკურადაც... ჩემს ოჯახს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მსგავსი რამ ხდებოდა... წელიწად-ნახევარი გავძელი და მერე ჩემი შვილის გამო წამოვედი...