"კახი ჩემგან არ წასულა, მის ყოფნას სულ ვგრძნობ... რთხელ მაინც ვეტყოდი „კახი გენაცვალე“ , ერთხელაც არ მაქვს ეს სიტყვა მისთვის ნათქვამი..." - იმერი კავსაძე - მშობლები

"კახი ჩემგან არ წასულა, მის ყოფნას სულ ვგრძნობ... რთხელ მაინც ვეტყოდი „კახი გენაცვალე“ , ერთხელაც არ მაქვს ეს სიტყვა მისთვის ნათქვამი..." - იმერი კავსაძე

2025-10-15 09:11:22+04:00

ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ ისაუბრა, თუ როგორ გაუჭირდა მის გარეშე:

- ისე შევიზარდეთ ერთად, როგორც ტყუპები, ორი წელი იყო განსხვავება. ისე გავიზარდეთ, არ მახსოვს, ჩვენ შორის რაღაც სერიოზული ლაპარაკი ყოფილიყოს. ძალიან მძიმედ გადავიტანე უმისობა... მიუხედავად იმისა, რომ მისი წასვლა ვერ შევიგრძენი დღემდე... კახი ჩემგან არ წასულა, მის ყოფნას მე ვგრძნობ ყველა სიტუაციაში. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აგერ მოვა ან დამირეკავს...ერთხელ მაინც ვეტყოდი „კახი გენაცვალე“ , ერთხელაც არ მაქვს ეს სიტყვა მისთვის ნათქვამი.

კახი და იმერი კავსაძეები თბილისში დაიბადნენ. მალევე მშობლები საცხოვრებლად ტყიბულში გადავიდნენ. მამა, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა.

xvicha-1760505844.png

kakhi-kavsadze-o-h-1760505844.jpeg

zmebi4-1760505844.webp

kavsazeebi-1760506065.png

kavsadzeebi-1760505844.webp

კახი კავსაძის გმირობა 9 აპრილს - როგორ გადაარჩინა ასობით ადამიანი სიკვდილს
კარგად იცი, ჩემს გულში რაც ხდება... დანარჩენი ჩვენში დარჩეს - ირინკა კავსაძის ემოციური წერილი გარდაცვლილ ბაბუას
უმამოდ გავიზარდეთ... დედას ვაღმერთებდით... კახი ჩემზე 2 წლით დიდია, მაგრამ დღემდე მეუფროსება - კავსაძეების ძმობა
ბევრი წელი სრულიად მარტო ვიყავი, ახლა უბედნიერესი ვარ - კახი კავსაძის გულახდილი ინტერვიუ და ოჯახური ფოტოები