გარდაცვლილ მაიკლ ჯექსონს 5 და-ძმა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს: "ბრალდებების სიმძიმე შეიძლება „კოშმარად“ ექცეს ჯექსონის ოჯახს" - მშობლები

გარდაცვლილ მაიკლ ჯექსონს 5 და-ძმა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს: "ბრალდებების სიმძიმე შეიძლება „კოშმარად“ ექცეს ჯექსონის ოჯახს"

2025-10-15 14:12:56+04:00

გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ ახალი სარჩელი დარეგისტრირდა: კასიოების ოჯახის ხუთმა წევრმა, დამ-ძმამ ლეგენდარული მომღერალი სექსუალურ ძალადობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა, რაც, მათი თქმით, 25 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

პოლიციისთვის გადაცემული მასალების მიხედვით, ჯექსონი, რომელიც ოჯახის თავთან, დომინიკთან, მეგობრობდა, მრავალი წლის განმავლობაში თითქოს „ზემოქმედებას ახდენდა“ თითოეულ მის შვილზე, ეწეოდა ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ მანიპულაციას, ბავშვებზე ფსიქოლოგიურად მოქმედებდა — უნერგავდა, რომ ისინი მისთვის განსაკუთრებულები იყვნენ — და ამ ნდობასა და დამოკიდებულებას შემდეგ ძალადობისთვის იყენებდა.

მოსარჩელეების ცნობით, ინციდენტები როგორც ოჯახის კუთვნილ ნიუ-ჯერსის სახლში, ასევე მომღერლის რანჩო „ნევერლენდზე“ კალიფორნიაში ხდებოდა. ამასთან, ძმებიდან უფროსი, ფრენკ კასიო, დიდი ხნის განმავლობაში ჯექსონის პირად ასისტენტად მუშაობდა, საჯაროდ იცავდა მას ანალოგიურ სკანდალებში და წიგნიც დაწერა სახელწოდებით „ჩემი მეგობარი მაიკლი: ჩვეულებრივი მეგობრობა უჩვეულო ადამიანთან“.

საქმესთან დაახლოებული წყაროს თქმით, თითოეული შვილი დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რომ მარტო ის იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდნენ, რომ ერთსა და იმავეს განიცდიდნენ. „როცა გაიაზრეს მომხდარის მასშტაბი, ეს მათთვის უმძიმესი ტრავმა გახდა. მათი ისტორია შოკისმომგვრელია“, — აღნიშნა თანამოსაუბრემ. მისივე თქმით, ახალი სარჩელი, ბრალდებების სიმძიმის გამო, შეიძლება „კოშმარად“ ექცეს ჯექსონის ოჯახს .

საყურადღებოა, რომ ეს ოჯახის პირველი სარჩელი არ არის. 2020 წელს, მალევე HBO-ს სკანდალური ფილმის „ნევერლენდის დატოვება“ გამოსვლის შემდეგ, მათ უკვე წარმოადგინეს ანალოგიური ბრალდებები და სასამართლოს გარეშე მორიგებით13 მილიონი ფუნტი მიიღეს. თუმცა, კასიოს ოჯახის განცხადებით, ის შეთანხმება ზეწოლის ქვეშ გაფორმდა და ახლა ისინი 160 მილიონი ფუნტის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ფილმის „ნევერლენდის დატოვება“ საფუძველი უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაქის ჩვენებები გახდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბავშვობაში მომღერლის მხრიდან ძალადობას განიცდიდნენ. ფილმმა ძლიერი ემოციები გამოიწვია: ჯექსონის გულშემატკივრებმა ავტორები ცილისწამებაში დაადანაშაულეს, ხოლო არტისტის ნათესავებმა HBO-ს წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანეს, აცხადებდნენ, რომ არხი მუსიკოსის რეპუტაციასა და ხსოვნას ლახავდა.

მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში პირველად 1993 წელს წაუყენეს ბრალი. მას ჯორდან ჩანდლერზე გარყვნილი ქმედებები წაუყენეს ბრალად. ბიჭი მაშინ 13 წლის იყო. საქმე დაიხურა, რადგან ჯორდანის მამამ მაიკლთან 23 მილიონ დოლარად გააფორმა შეთანხმება. 2003 წელს კიდევ რამდენიმე ადამიანმა — მათ შორის მისმა თანამშრომლებმა და დიასახლისებმა წამოაყენეს ბრალდებები ჯექსონის წინააღმდეგ, თუმცა სასამართლომ ისინი წარმოებაში არ მიიღო.

მაიკლ ჯექსონი 50 წლის ასაკში ძლიერმოქმედი ანესთეზიოლოგიური პრეპარატის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა. „პოპის მეფის“ სიკვდილში დამნაშავედ მისი მკურნალი ექიმი ცნეს.

როგორ ცხოვრობს მაიკლ ჯეკსონის ერთადერთი ქალიშვილი და სად არის დედამისი, რომელიც შვილებზე მეურვეობისთვის დიდხანს იბრძოდა?
მილიარდერი ქმრის გვერდით ბურკაც ჩაიცვა, 50 წლისამ შვილიც გააჩინა და 200 მლნ დოლარიც მიიღო განქორწინებისთვის... - ჯანეტ ჯეკსონის შეცვლილი ცხოვრება
ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი და მაიკლ ჯეკსონის ყოფილი ცოლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა - ლიზა-მარიას ტრაგიკული ცხოვრება დასრულდა