ქუთაისში 36 წლის ქალი მე-9 შვილის, ამჯერად ვაჟის დედა გახდა. როგორც კლინიკის ფეისბუქფოსტში ვკითხულობთ, ქალბატონ მარიამს უკვე 6 გოგონა და 3 ვაჟი ჰყავს.
"ეს ჩემთვის უდიდესი სიამაყე და პასუხისმგებლობაა. 9 შვილის მოვლა ძალიან შრომატევადია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თუ ღმერთი ინებებს, კიდევ ვაპირებ გაჩენას..." - ამბობს მარიამი.
ბავშვი კლინიკა "ბომონდში” დაიბადა, მეან გინეკოლოგი-ნათია გოგიბერიძეა.
ვულოცავთ ქალბატონ მარიამს ცხრაგზის დედობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას და მის შვილებს.