მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრის გარდაცვალების გამო მგზავრებს ვერ ემსახურება "ისნის", "სამგორისა" და "ავლაბრის" მეტროსადგურები. მეტრო მხოლოდ "ახმეტელის" მეტროსადგურიდან "სამას არაგველებამდე" მიდის.
თვითმხილველები ambebi.ge-ს უყვებიან, რომ 55 წლამდე ასაკის მამაკაცს, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. მათი თქმით, შემთხვევის დროს მასთან ერთად შვილიც იმყოფებოდა.
"უცებ გაუჩერდა გული მგზავრობისას. ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, მე რომ მივედი. დიდ ხანს გულის მასაჟს უკეთებდნენ. ცდილობდნენ გულის ამუშავებას, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო. 55 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო. ვაგონში დამჯდარი გალურჯდა მომენტალურადო, მაშინვე მიიღეს ზომები, შვილიც თან ახლდა, ალბათ ამიტომ დასახელდა გულით გარდაცვალება, რომ ლურჯი ფერი მიიღო. საშინელება იყო, სასწრაფოს ექიმი დავინახე ბოლომდე მასაჟს უკეთებდა" - გვიყვებიან თვითმხილველები. განაგრძეთ კითხვა