სავარაუდოდ მოკლეს და ორგანოები გაყიდეს... - აზიაში კარიერის ასაწყობად ჩასული და მოულოდნელად დაკარგული მომღერლის ტრაგედია - მშობლები

სავარაუდოდ მოკლეს და ორგანოები გაყიდეს... - აზიაში კარიერის ასაწყობად ჩასული და მოულოდნელად დაკარგული მომღერლის ტრაგედია

2025-10-16 14:09:55+04:00

გოგონა ბელარუსიიდან, რომელიც პროექტ "ვოისის" მონაწილე იყო და საკმაოდ პერსპექტიული მომღერალი, აზიაში გაემგზავრა კარიერის ასაწყობად. სამწუხაროდ, მისი გამგზავრება ტრაგიკული აღმოჩნდა - 26 წლის მინსკელი ვერა კრავცოვა ახალი ცხოვრების აშენებას გეგმავდა, მაგრამ სცენისა და პოდიუმის ნაცვლად, ადამიანებით მოვაჭრეების ხელში აღმოჩნდა.

ამ საშინელმა ისტორიამ არა მხოლოდ ბელარუსი, მეზობელი ქვეყნებიც შეძრა, რადგან ადამიანებით ვაჭრობის პრობლემის მასშტაბები სულ უფრო იზრდება.

ვერა კრავცოვა მაყურებელს მუსიკალურ პროექტში მონაწილეობით ახსოვს. სცენასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოცნებობდა, მაგრამ ბოლო დროს მისი გეგმები შეიცვალა და მოდელობით დაინტერესდა.

1024x995-0xtxkifioj-8538429869770332086-1760610463.jpg

ინტერნეტში მიმზიდველი შეთავაზება იპოვა - ტაილანდში მოდელობა. იფიქრა, რომ ახალი ჰორიზონტები ეხსნებოდა. 20 სექტემბერს ბანგკოკში გაფრინდა. თუმცა მალევე, იქიდან მეზობელ მიანმარში გადაიყვანეს, სადაც იძულებული გახდა, ე.წ. თაღლითურ ცენტრში ემუშავა. ასეთი ორგანიზაციები მიმზიდველ ქალებს იყენებენ მამაკაცების მოსატყუებლად გაცნობის საიტებზე: გოგონები მიმოწერაში რთავენ მამაკაცებს, ფლირტაობენ და არწმუნებენ მსხვერპლს, რომ ფიქტიურ პროექტებში ჩადონ ინვესტიცია. თანხები დაუყოვნებლივ გადაეცემათ თაღლითებს...

თავდაპირველად, ვერა გამოდიოდა კონტაქტზე ახლობლებთან, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისისთვის მასთან კონტაქტი შეწყდა. მოგვიანებით, მისმა ნათესავებმა საშინელი ცნობა მიიღეს: სავარაუდოდ, გოგონამ „თაღლითების ფინანსური მოლოდინები ვერ გაამართლა“, მოკლეს და ორგანოების სანაცვლოდ გაყიდეს. წყაროების ცნობით, მის ცხედარს კრემაციას ჩაუტარდა...

960x1280-0xd6rmcgge-9817296055154966685-1760610462.jpg

8 სექტემბერს, ვერას გაუჩინარებამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე, ვერას მამამ სოციალურ ქსელში მისი ბოლო პოსტის ქვეშ კომენტარი დატოვა: „შვილო, გამარჯობა. მიყვარხარ. შენ გაუძლებ“... ვერამ მოკლედ უპასუხა: „გმადლობთ, მამა“.

კავშირის გაწყვეტიდან მალევე, უცნობი პირები დაუკავშირდნენ ოჯახს. მათ განაცხადეს, რომ ვერას სიცოცხლე ნახევარ მილიონ დოლარად იყო შეფასებული - მისი გათავისუფლებისთვის გამოსასყიდს ითხოვდნენ. ოჯახმა მოლაპარაკება სცადა, მაგრამ მალევე შეატყობინეს მისი გარდაცვალების შესახებ. ოჯახი ამჟამად მისი ფერფლის სამშობლოში დაბრუნებას განიხილავს...

1024x1022-0xai4abdus-9686175732048125525-1-1760610679.jpg

ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა გოგონას გაუჩინარება და განაცხადა, რომ გამოძიება ვიეტნამში ბელორუსის საელჩოს მონაწილეობით მიმდინარეობს. დიპლომატებმა დაადგინეს, რომ კრავცოვამ მართლაც დატოვა ბანგკოკი და იანგონში გაფრინდა. ძებნაში ორივე ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართულნი...

კრავცოვას ტრაგედია მხოლოდ ერთ-ერთია მრავალი მსგავსი ისტორიიდან. მიანმარი ბოლო დროს ადამიანებით ვაჭრობის ცენტრად იქცა. ასი ათასობით გოგონა გადის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სამუშაოს მიღების მოლოდინით და ყველა მათგანი თაღლითურ ცენტრებში ხვდება, სადაც თაღლითები კლიენტების გულუბრყვილობის მეშვეობით, მილიონობით დოლარს შოულობენ. რაც შეეხება გოგონებს, მათ მაღალი ხელფასების, სამოდელო კონტრაქტების ან დიდ კომპანიებში თანამდებობების დაპირებებით ატყუებენ. სინამდვილეში, ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ დაცვის ქვეშ, დოკუმენტების და გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე.

ვერას ისტორია ბევრი რამით ჰგავს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის, დაშიმას, ბაიკალელი ქალის ბედს. პატარა სოფლის 24 წლის მკვიდრი ასევე ენდო ტაილანდში სამოდელო სამუშაოების შესახებ განცხადებებს. წარმატებით გაიარა ონლაინ ინტერვიუ და მიიღო მოწვევა ბანგკოკში გასაფრენად. თუმცა, ჩასვლისთანავე, მოდელირებისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს და მიანმარში ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, სამუშაო ძალად გაყიდეს. იქ დაშიმას იგივე სცენარი ელოდა: მამაკაცებთან ფლირტი გაცნობის საიტებზე და მათი დარწმუნება ფულის ინვესტირებაში. თუმცა, მისი ცუდი ინგლისურისა და გარეგნობის გამო, ის „სამსახურისთვის უვარგისად“ მიიჩნიეს. დახურულ სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებზე მის გაყიდვას გეგმავდნენ. სწორედ ამ პერიოდში გაჟონა მისმა ამბავმა და დიპლომატიურმა სამსახურებმა დაიხსნეს.

"დამსაქმებლები" სულ უფრო ხშირად მოქმედებენ სოციალური მედიისა და პოპულარული სამუშაო საიტების საშუალებით. ისინი ქალებს ხაფანგში იტყუებენ მარტივი ფულისა და მომხიბვლელი ცხოვრების შეთავაზებით. სინამდვილეში, მოდელის კარიერის ნაცვლად, ისინი მონურ შრომას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სიცოცხლისთვის მუქარას აწყდებიან. ზოგჯერ, გამოსასყიდის გადახდის შესაძლებლობაც კი არ იძლევა ხსნის გარანტიას - როგორც ეს ვერა კრავცოვას შემთხვევაში მოხდა.

გოგონებს ჩინელ კაცებზე ყიდიან და სექსუალურ მონებად აქცევენ... რამდენიმემ გაბედა და არანორმალურ პირობებზე ალაპარაკდა - ფარული ბიზნესის მსხვერპლი ათასობით პაკისტანელი ქალია