ამბავი ქალზე, რომლის ბრძოლაც ბევრისთვის იქცა სამაგალითოდ და რომლის შეუპოვრობას მასშტაბური შედეგი მოჰყვა, იმდენად შთამბეჭდავია, რომ მინი-სერიალი გადაიღეს ("მე ვებრძოდი კანონს") და დღესდღეობით საკმაოდ წარმატებით გადის ეკრანებზე.
ენ მინგი, ყოფილი ექთანი, ბილინგჰემელი ქალი, დედა, დღეს უკვე ისტორიული ადამიანია ინგლისსა და უელსში, ორმაგი პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ადვოკატირების მნიშვნელოვანი როლით, მისი ქალიშვილის მკვლელობის შემდეგ.
ენ მინგის ქალიშვილი, ჯული ჰოგი, 22 წლის ახალგაზრდა დედა ბილინგჰემიდან, 1989 წლის ნოემბერში მოკლეს. გოგონა თითქმის ორი თვე დაკარგულად ითვლებოდა. მისი გაუჩინარების დღიდან, ენ მინგი ირწმუნებოდა, რომ მას რაღაც ცუდი შეემთხვა და პოლიციას ფაქტობრივად არ ასვენებდა, რომ მოეძებნათ მისი ქალიშვილი. გამომძიებლები სერიოზულად არ იღებდნენ ახალგაზრდა ქალის უკვალოდ დაკარგვას და დედას არწმუნებდნენ, რომ ის უბრალოდ წავიდა. ენ მინგის ზეწოლით, ქალის სახლში ჩხრეკაც ჩატარდა, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ორი თვის თავზე კი ისევ დედამ აღმოაჩინა გვამი - შვილის სახლში შესული ენი უსიამოვნო სუნმა შეაწუხა. სუნი სააბაზანოდან გამოდიოდა. ბევრი ძებნის შემდეგ, ენმა აბაზანის პანელიდან გამოდიოდა, რომლის მიღმაც, საბანში გახვეული ქალის ცხედარი აღმოჩნდა...
მალევე დააპატიმრეს უილიამ დანლოპი, რომლის წინააღმდეგაც იყო ყველა სამხილი და რომელიც მანამდეც არაერთხელ იყო დადანაშაულებული ძალადობასა და ხულიგნობაში.
1991 წელს მკვლელი ორჯერ გაასამართლეს, მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. შემდეგ სამეფო სასამართლომ არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა და უდანაშაულობის განაჩენი გამოიტანა, რამაც ხელი შეუშალა შემდგომი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას იმდროინდელი კანონმდებლობის გამო, რომელიც საკმაოდ მოძველებული იყო და ერთი და იგივე საქმეზე განმეორებითი სისხლის სამართლებრივ დევნას კრძალავდა. არადა, 1999 წელს, სხვა სასჯელის მოხდისას, დანლოპმა აღიარა მკვლელობა; მაგრამ რადგან მისი ხელახლა გასამართლება შეუძლებელი იყო, ცრუ ჩვენების მიცემისთვის გაასამართლეს და 2000 წლის აპრილში ორი ბრალდებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პირველივე წარუმატებლობების შემდეგ, 1991 წლიდან 2006 წლამდე, ენი დაუღალავად იბრძოდა კანონმდებლობაში ცვლილების შესატანად, რათა ხელახლა დაეწყოთ მისი შვილის მკვლელის სამართლებრივი დევნა. მისი კამპანია 17 წლის თავზე აღმოჩნდა წარმატებული და გამოიწვია კანონმდებლობის ცვლილება დიდ ბრიტანეთში. მისი ქალიშვილის მკვლელის გამამტყუნებელი განაჩენი 2006 წელს დადგა. უილიამ დანლოპი, ხელახლა გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს.
ამ კანონის წყალობით, ახლა სერიოზულ სისხლის სამართლის საქმეებში ხელახლა სასამართლო პროცესების ჩატარება უკვე შესაძლებელია, თუ ახალი და დამაჯერებელი მტკიცებულებები გამოჩნდება.
თავისი საქმიანობისთვის, მინგს 2007 წელს მიენიჭა MBE-ს ორდენი სისხლის სამართლის სისტემისთვის გაწეული სამსახურისთვის.