ის 10 დღის წინ იხსნეს ტაილანდში მონობიდან - ამბობს, რომ „ულამაზობამ“ გადაარჩინა - მშობლები

ის 10 დღის წინ იხსნეს ტაილანდში მონობიდან - ამბობს, რომ „ულამაზობამ“ გადაარჩინა

2025-10-18 09:36:06+04:00

სულ ორიოდე დღის წინ გავრცელდა ბელორუსი გოგონას ამბავი, რომელიც აზიაში სამუშაოდ წავიდა, იქ კი მონობაში აღმოჩნდა და საბოლოოდ მოკლეს და ორგანოებად გაყიდეს. მისმა ამბავმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება თანამედროვე მონობის პრობლემაზე, რომელიც საკმაოდ მწვავედ დგას და რომლის მსხვერპლებიც ძირითადად ქალები ხდებიან, სამუშაოს და უკეთეს ცხოვრებას რომ ეძებენ.

დაშიმა ოჩირნიმაევამ, ბაიკალის პატარა სოფლიდან, ინტერნეტში ტაილანდში მოდელის სამუშაოს შესახებ განცხადება ნახა. სოლიდურ თანხებს დაჰპირდნენ, მას კი ვალები ჰქონდა... ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება ადამიანი სრულ სასოწარკვეთამდე მიიყვანოს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ რთულ სიტუაციებში ხშირად ძნელი ხდება ემოციის ნაცვლად გონიერებაზე დაყრდნობა. დაშიმა ოჩირნიმაევას ისტორია შეიძლებოდა ტრაგიკულად დასრულებულიყო, მაგრამ სასწაულმა გადაარჩინა.

დაშიმა ბურიატის პატარა ქალაქ კიახტაში დაიბადა, სადაც მხოლოდ 18 000 ადამიანი ცხოვრობს. იქ ბევრი კარიერული პერსპექტივა არ იყო, ამიტომ დაშიმა ყოველთვის ოცნებობდა დედაქალაქში ან სხვა დიდ ქალაქში გადასვლაზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ირკუტსკში, ჩიტასა და პერმში ცხოვრობდა, სადაც უმაღლესი განათლება მიიღო - ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ინსტიტუტი ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა.

2c11a114e3772d73d97a2ebbaf90d859-1760766996.webp

მოგვიანებით, ფულის ძიებაში, დაშიმა ქსელურ მარკეტინგში ჩაერთო, თუმცა არაფერი გამოუვიდა იმის გარდა, რომ დიდი ვალები დაედო.

ერთ დღეს ინტერნეტში სამუშაოზე განცხადებას წააწყდა. ერთი სააგენტო ტაილანდში მოდელებად სამუშაოდ ქალებს ეძებდა და თანხა საკმაოდ დიდი იყო. ქალმა სკაუტებს გაუგზავნა ფოტოშოპში დასამუშავებელი რამდენიმე ფოტო და „ჩააბარა ქასთინგი“.

1000x1126-0xxfkj7bwp-7941666552156751741-1760766997.png1000x1262-0x1cugztpu-1771816573855458343-1760766997.png960x1280-0xfays4l2h-7428512619811103688-1760766996.png

მას შემდეგ, რაც ის ტაილანდში გაფრინდა (საკუთარი ხარჯებით!), რამდენიმე მამაკაცი შეხვდა, ავტობუსში ჩასვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. მალევე გაირკვა, რომ შეთავაზებას არაფერი ჰქონდა საერთო ნამდვილ მოდის ინდუსტრიასთან. მიმზიდველ გოგონებს მოეთხოვებოდათ გაცნობის საიტების დათვალიერება, მდიდარი მამაკაცების პოვნა და მათთვის ფულის მოტყუებით წართმევა. დაშიმა იძულებული იყო იგივე გაეკეთებინა, ფიზიკური ძალადობის მუქარით, თუ უარს იტყოდა, მაგრამ იყო რამდენიმე „მაგრამ“.

დრო გადიოდა, მაგრამ გოგონამ ვერც ერთი კლიენტი ვერ იპოვა და აი, პრობლემაც. პირველ რიგში, მან პროფილის ფოტოები ფოტოშოპში დაამუშავა, რეალურ ცხოვრებაში კი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა და მამაკაცები ამას აპროტესტებდნენ. მეორეც, დაშიმას ინგლისური ფაქტობრივად, არ იცოდა და საუბრის წარმართვა არ შეეძლო, ამიტომ მისით თითქმის არავინ ინტერესდებოდა. სხვა მონებთან საუბრის შემდეგ, რუსმა ქალმა აღმოაჩინა, რომ მიანმარსა და ტაილანდს შორის ბუფერულ ზონაში იმყოფებოდა, სრული უკანონობის ადგილას, რადგან არც ერთი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ იქ რეალური უფლებამოსილება.

მისი გათავისუფლებისთვის მხოლოდ ერთი პირობა იყო: „ბატონებისთვის“ 15 000 დოლარის გადახდა. ამ შემთხვევაში, ისინი დაჰპირდნენ, რომ უახლოეს ქალაქში წაიყვანდნენ, სადაც კიდევ რამდენიმე თვეს გაატარებდა ციხეში ვიზის დარღვევისთვის. მას წამებით დაემუქრნენ დაუმორჩილებლობისა და გაქცევის მცდელობისთვის.

რადგან დაშიმა უვარგისი აღმოჩნდა მამაკაცებისთვის ფულის წასართმევად, ის მიანმარში წაიყვანეს, სცემეს და რამდენიმე დღით სასტუმროს ნომერში გამოკეტეს, სანამ სხვებზე იაფ მუშახელად გაყიდდნენ. იღბალმა გადაარჩინა: მოახერხა მობილური ტელეფონის დამალვა და დედასთან დაკავშირება, რომელმაც განგაში ატეხა და დიპლომატებს დაუკავშირდა. მათთვის წამებისა და იძულებითი შრომის სიტუაცია ისედაც ნაცნობი იყო, ამიტომ მხოლოდ ქალის პოვნა და მისი გათავისუფლების სამუშაოების დაწყება რჩებოდა. ოპერაციაში ბანგკოკში მიანმარის საელჩოსა და ტაილანდის სამეფო პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 7 ოქტომბერს ის ოფიციალურად გაათავისუფლეს და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა საკარანტინო ცენტრში გაგზავნეს. დაშიმა მალე სამშობლოში დაბრუნდება, თუმცა ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

960x640-0xoxgmloaz-5934781207304819861-1760766996.png

ეს ამბავი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ცოტა ხნის წინ, მიანმარისა და კამბოჯის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ასეთი ცენტრი აღმოაჩინა, რომელიც გოგონებს მონებად იტაცებდა. სულ დაახლოებით 3500 ადამიანი დააკავეს - იატაკქვეშა ბიზნესის ორგანიზატორები, რომელთა უმეტესობას დეპორტაცია ემუქრება. ის ფაქტი, რომ დაშიმას ისტორია გადარჩენით დასრულდა, ნამდვილად სასწაულია, რადგან მონობაში მყოფი სხვა მრავალი გოგონას ბედი ტრაგიკულია...

სავარაუდოდ მოკლეს და ორგანოები გაყიდეს... - აზიაში კარიერის ასაწყობად ჩასული და მოულოდნელად დაკარგული მომღერლის ტრაგედია
გოგონებს ჩინელ კაცებზე ყიდიან და სექსუალურ მონებად აქცევენ... რამდენიმემ გაბედა და არანორმალურ პირობებზე ალაპარაკდა - ფარული ბიზნესის მსხვერპლი ათასობით პაკისტანელი ქალია