"არც ერთ ქმარს არ ვუყვარდი... მინდა, ცხოვრება ვინმეს დავუკავშირო, ერთად გამოვიდეთ წითელ ხალიჩაზე" - ჯენიფერ ლოპესი 4 ყოფილი ქმრისა და "დაულაგებელი" პირადი ცხოვრების შესახებ - მშობლები

"არც ერთ ქმარს არ ვუყვარდი... მინდა, ცხოვრება ვინმეს დავუკავშირო, ერთად გამოვიდეთ წითელ ხალიჩაზე" - ჯენიფერ ლოპესი 4 ყოფილი ქმრისა და "დაულაგებელი" პირადი ცხოვრების შესახებ

2025-10-18 13:55:11+04:00

ჯენიფერ ლოპესმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ უმართლებს პირად ცხოვრებაში. მომღერალმა და მსახიობმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ყოფილ მეუღლესთან, ბენ აფლეკთან ერთად გამოჩნდა, განაცხადა, რომ ოთხი ყოფილი ქმრიდან არც ერთს ის არასოდეს უყვარდა გულწრფელად.

56 წლის ჯენიფერი დაქორწინებული იყო მიმტან ოხანი ნოაზე, მოცეკვავე კრის ჯადზე, მომღერალ მარკ ენტონიზე და მსახიობ ბენ აფლეკზე. ვარსკვლავის აზრით, ის ყოველთვის ხვდებოდა მამაკაცებს, რომლებსა სიყვარული არ შეეძლოთ.

fit-795-547-false-crop-1648-927-0-52-q90-784321-9e7e3f98a52c76a58bca82821-1760781880.jpeg

„მე გავაცნობიერე, რომ საქმე იმაში კი არ იყო, რომ მე არ ვიმსახურებდი სიყვარულს, არამედ იმაში, რომ ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ ამას. მათ არ შეუძლიათ სიყვარული,“ — თქვა ლოპესმა ჰოვარდ სტერნის შოუში. მისი თქმით, მამაკაცები გრძნობებს ძვირადღირებული საჩუქრებით გამოხატავდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

„ისინი მაძლევდნენ ყველაფერს, რაც ჰქონდათ, ყოველი მათგანი. ყველაფერს, რაც კი ოდესმე შემეძლო მესურვა — სახლებს, ბეჭდებს, ქორწინებას. ყველაფერს.“

ჯენიფერმა ხაზი გაუსვა, რომ როცა ურთიერთობა მთავრდება, აღარ ინტერესდება, როგორ არის ყოფილი და უბრალოდ წინ მიდის. „სრულად გულწრფელად რომ ვთქვა, მე არავის გავეკიდები. როგორც კი ყველაფერი მთავრდება — შენ ჩემთვის "მკვდარი" ხარ. მე მივდივარ წინ.“

756593443457915-1760781936.jpg
ჯენიფერ ლოპესის პირველი მეუღლე

ინტერვიუში ლოპესმა ბენ აფლეკთან ბოლო განშორება გაიხსენა და ამას კვლავ „საუკეთესო მოვლენა“ უწოდა, რაც კი ოდესმე გადახდენია.

„როცა ბოლოს განვქორწინდი, ეს იყო საუკეთესო, რაც კი ოდესმე დამმართვია. ამ დაშორებამ მაიძულა სიღრმისეულად ჩავფიქრდე — მყავდა სულიერი მრჩეველი, თერაპევტი, ოჯახური თერაპევტი და ინდივიდუალური თერაპევტი, აგრეთვე მწვრთნელი, რომელიც მეხმარებოდა დამოკიდებულების დაძლევაში. ყველაფერი მქონდა. მზად ვიყავი მეთქვა: ‘ამ ყველაფერს გავუმკლავდები, თუნდაც ამის გამო დავიღუპო’.“

პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის მიუხედავად, ჯენიფერმა აღნიშნა, რომ კვლავ იმედი აქვს ნამდვილი სიყვარულის პოვნის. „მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ვარ, მაინც მსურს ჩემი ცხოვრება ვინმეს დავუკავშირო. მინდა გვერდით მყავდეს ადამიანი, ვისთანაც წითელ ხალიჩაზე ერთად გამოვალ.“

jlomarc-042908-300-4efb37980e4a45d6a66de437f15f1a10-1760782169.jpg

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესს არაერთი რომანი ჰქონია ცნობილ და ნაკლებად ცნობილ მამაკაცებთან, აგრეთვე შვიდი ნიშნობა და ოთხი ქორწინება. 1990-იანების ბოლოს ის პი დიდის ხვდებოდა, მანამდე ერთი წელი მიმტან ოხანი ნოაზე იყო დაქორწინებული. დაშორების შემდეგ მომღერალმა მოცეკვავე კრის ჯადზე იქორწინა, რომელსაც 2002 წლის ზაფხულში, ქორწინებიდან ცხრა თვეში გაეყარა. განქორწინების შემდეგ ბენ აფლეკს შეხვდა და უკვე იმავე წლის ბოლოს წყვილმა ნიშნობა გამოაცხადა, რომელიც მოულოდნელად 2003 წელს გააუქმა. 2004 წელს ლოპესი მეგობარზე — მარკ ენტონიზე დაქორწინდა, რომლისგანაც ოთხი წლის შემდეგ ტყუპები — ვაჟი მაქსი და ქალიშვილი ემმა შეეძინა. 2011 წელს წყვილი განქორწინდა.

შემდეგ ლოპესს რამდენიმე წელი ჰქონდა რომანი მოცეკვავე კასპერ სმარტთან, 2017 წელს მან გაიცნო ბეისბოლის მოთამაშე ალექს როდრიგესი, მაგრამ 2021 წელს ისინი დაშორდნენ. იმავე წელს ჯენიფერი კვლავ შეერთდა ბენ აფლეკთან. ერთი წლის შემდეგ წყვილმა ლას-ვეგასში იქორწინა, თუმცა გასულ ზაფხულს ისინი კვლავ დაშორდნენ.

აფლეკი, ლოპესთან პირველი ნიშნობის გაწყვეტის შემდეგ, მსახიობ ჯენიფერ გარნერზე დაქორწინდა. ქორწინებაში, რომელიც 2015 წლამდე გაგრძელდა, მათ სამი შვილი შეეძინათ. განქორწინების შემდეგ აფლეკი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ანა დე არმასს ხვდებოდა.