სკვერში ბავშვს ვასეირნებ და იქ გავიცანი ახალგაზრდა ქალი, მასაც შვილი მოჰყავდა. საუბარში ხომ იცით, როგორ ხდება ადამიანების დაახლოება და თანდათან გავუშინაურდით ერთმანეთს. 6 თვე გავიდა, რაც არ გამოჩენილა... არ მიფიქრია, რომ ტელეფონის ნომერი გამომერთმია, სოციალურ ქსელში კიდევ არაფერს მპასუხობდა, თურმე ჩემი თავი სად ჰქონდა....
ერთი კვირის წინ დაღვრემილი სახით შემხვდა, ბავშვებს სათამაშოები ბალახზე დავუყარეთ და სკამზე ჩამოვჯექით, აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც აწუხებდა, თან უნდოდა თქმა და თან - არა... ბოლოს ვეღარ მოითმინა, უცებ ატირდა და გული გადამიშალა...
შეძლებული ოჯახი ჰყავს. ბავშვს ნაცნობების რჩევით ძიძა აუყვანეს... "ენერგიული გოგოა, 2 შვილი გაზარდა და ბავშვებთან ურთიერთობა არ უჭირსო", ამიტომ მიიყვანეს სახლში...
„ჩემს ქმარს ბავშვის ძიძამ გაუჩინა შვილი, რაც ჩემს ოჯახში მოხდა, სერიალის კარგ სცენარისტსაც არ დაესიზმრება, არაფერი მიფიქრია, სახლში საერთოდ ვერაფერს ვამჩნევდი ჩემს ქმარს, უფრო მეტიც, ვფიქრობდი ძიძას ზედაც არ უყურებს-მეთქი... ორი წელი სახლში გვყავდა ქალბატონი.