მომღერალ ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს და მისი მეუღლის, ფსიქოლოგ და ინფლუენსერ ია დუდაშვილის უმცროსი ქალიშვილი სიდონია ერთი წლის გახდა. ცოტა ხნის წინ ია დუდაშვილი სოციალურ ქსელში წერდა:
"დადგა ჩემი სიდონიას ოქროსფერი სეზონი... გული მიჩქარდება იმის გაფიქრებაზე, რომ მალე 1 წლის გახდები. ყველა წამი მიყვარს შენს გვერდით გატარებული. მადლიერებით ვივსები, რომ გიყურებთ შენ და შენს და-ძმას… ყველა ემოცია ერთად მებჯინება ყელში და წარმოუდგენელი გრძნობები მეუფლება…"
პირველი დღეობა მშვენიერ გარემოში აღუნიშნეს, ლამაზი ტორტით და პრინცესული კაბით, რომელიც მის უფროს დას - ნიაკოსაც ამშვენებდა. დებს ძამიკო დანიელიც ედგათ გვერდში.
დაბადების დღე მიულოცა სიდონიას მამის მეგობარმა, "ქუჩის ბიჭების" კიდევ ერთმა წევრმა ზურა ხაჩიძემ.
ცნობისათვის, პიკასო ოთხი შვილის მამაა. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს უფროსი ვაჟი, ლუკა.