"დედა სულ მეუბნებოდა: "ხალათში არასდროს დახვდე არავის. ადგები თუ არა, როგორი საქმეც არ უნდა გქონდეს, თავი მოიწესრიგე..." - ზეინაბ დვალიშვილი თავის მოვლაზე და დაკლებულ 20 კილოგრამზე - მშობლები

"დედა სულ მეუბნებოდა: "ხალათში არასდროს დახვდე არავის. ადგები თუ არა, როგორი საქმეც არ უნდა გქონდეს, თავი მოიწესრიგე..." - ზეინაბ დვალიშვილი თავის მოვლაზე და დაკლებულ 20 კილოგრამზე

2025-10-20 10:46:39+04:00

მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი გადაცემაში "დღის პოსტი" საკუთარი რუტინის შესახებ საუბრობს და აღწერს იმასაც, თუ როგორ დაიკლო წონაში 20 კილოგრამი:

- დედა ძალიან მოწესრიგებული, მოვლილი ქალი იყო. პედაგოგი იყო და ხალათში არასდროს მახსოვს. სულ მეუბნებოდა: "ხალათში არასდროს დახვდე არავის. დილით შეგიძლია, მაგრამ შემდეგ მოწესრიგდი და ხალათი გაიხადე. ადგები თუ არა, როგორი საქმეც არ უნდა გქონდეს, თავი მოიწესრიგე." ეს მართლაც ჩაბეჭდილი მაქვს, რომ თავი მოვიწესრიგო. მოუწესრიგებელი გარეთ გასვლა არ მიყვარს. თუ ვინმე დამირეკავს, რომ მოდის, მაშინვე პომადას ვისვამ. სურათს რომ ვიღებ, ვამბობ: "მოიცა, ჯერ წავისვა". ეს ჩემი განუყრელი წესია.

მსახიობმა ამავე გადაცემაში წონაში კლების საიდუმლოც გაამხილა:

- ამერიკაში რომ წავედი, არ ვიყავი კარგად… ბევრი წამლით წავედი. ამოვიღე ტკბილეული, შაშხი, ცომეული…

ზაზამ მითხრა, ამ სახლში პატარას ვერაფერს ვერ იპოვით სიდედრის გარდაო.... - როგორ ეხუმრება სიდედრს ზაზა ფაჩულია?!