ანტონიო ბანდერასის ერთადერთი ქალიშვილი ბავშვობის სიყვარულზე დაქორწინდა - მშობლები

ანტონიო ბანდერასის ერთადერთი ქალიშვილი ბავშვობის სიყვარულზე დაქორწინდა

2025-10-20 10:50:01+04:00

ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის ქალიშვილი, 29 წლის სტელა, თავის დიდი ხნის რჩეულს, ალექს გრუშინსკის გაჰყვა ცოლად. ქორწინების მოკრძალებული ცერემონია ესპანეთში გაიმართა, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.

original-3-1760944980.webp

original-2-1760944980.webp

original-4-1760944980.webp

აღსანიშნავია, რომ სტელა და ალექსი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს. თავიდან მეგობრობდნენ, მერე კი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. "ცხოვრების ბოლომდე, ჩემს ერთადერთ სიყვარულთან ერთად", - დაწერა სტელამ.

image-1760945115.png

სტელა ანტონიო და მელანი გრიფიტის ქალიშვილია. ანტონიომ მასზე ასაკით ბევრად უფროს მელანიზე 1996 წელს იქორწინა. მელანის მაშინ უკვე ჰყავდა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან - ახლა უკვე ცნობილი მსახიობი დაკოტა ჯონსონი. წყვილს ერთად მალევე შეეძინა სტელა, რომელიც ანტონიოს ერთადერთი ქალიშვილია. 2015 წელს ანტონიო და მელანი განქორწინდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

stela-1760945116.png
მელანი გრიფიტი ქალიშვილებთან ერთად

mv5bmje4mdkynte0nl5bml5banbnxkftztywmzy5otc1-1760945115._V1_.jpgstella-banderas-1-b4c1bceb04f94cbd8e4a3b6dfab29731-1760945115.jpgstella-banderas-elle-68f4cd3d65317-1760945115.jpg

252672d66671-melanie-griffith-antonio-banderas-stella-z-1760945114.jpg.webp

antonio-banderas-and-stella-banderas-attend-the-opening-ceremony-of-69th-san-sebastian-international-film-festival-013125-8d41fb3be67649d7a0884fe2562fba37-1760945114.jpg

ცნობილი მშობლები, რომლებსაც გაუსწრო პოპულარობით, ცნობილი შეყვარებულები და გამორჩეული მეგობრობა პედრო პასკალთან - ამბები დაკოტა ჯონსონზე