ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU), რომელმაც ევროკავშირის წამყვანი ციფრული ინოვაციისა და განათლების პლატფორმა EIT Digital-ისგან ევროპაში „წლის ტრენერის“ ჯილდო მოიპოვა, ტრენინგ ცენტრი დააფუძნა.
EIT Digital-ის Deep Tech Talent Initiative-ის ფარგლებში ევროპის "წლის ტრენერის" ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ იმ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან ტექნოლოგიების სწავლებისა და ტრენინგების მიმართულებით.
EIT Digital ევროპის ყველაზე დიდი ციფრული ეკოსისტემაა, რომელიც ქმნის კონკურენტუნარიან, ინკლუზიურ, სამართლიან და მდგრად ციფრულ ევროპას. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს, კორპორაციებს, კვლევით ინსტიტუტებსა და სტარტაპებს ერთ ღია ინოვაციურ ეკოსისტემაში, სადაც სტუდენტები, მკვლევრები, ინჟინრები და მეწარმეები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის – ციფრული ინოვაციების, ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის.
აღნიშნული ტრენინგ ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსებს, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს:
კურსები უზრუნველყოფს პრაქტიკულ ცოდნას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ტექნოლოგიურ უნარებს, რაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს მომავლის პროფესიული გამოწვევებისთვის უკეთ მოამზადებს.კურსების გავლის შემდეგ მონაწილეებს ვერიფიცირებული სერტიფიკატი გადაეცემათ.
კორპორაციული ტრენინგები
BTU-ს ტრენინგ ცენტრი ასევე ახორციელებს კორპორაციულ ტრენინგებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორგანიზაციებში ცოდნის, ეფექტიანობისა და ინოვაციური აზროვნების გაძლიერებას. 100-ზე მეტი კორპორაციული კურსი ტარდება როგორც დისტანციურად, ისე ფიზიკური ფორმატით — კომპანიაში ან უნივერსიტეტის კამპუსში.
კურსები, მათი შინაარსი და ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.
შეთავაზებულ კურსებს შორისაა:
კორპორაციული ტრენინგები განხორციელდება როგორც BTU-ს კამპუსში ასევე კომპანიის სურვილის შემთხვევაში კომპანიაში, ხანგრძლივობა და შინაარსი კი ინდივიდუალურად განისაზღვრება კომპანიების საჭიროებიდან გამომდინარე.
კომპანიები და დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
R