ლილიანას მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება - გოგონა კლინიკიდან გაწერეს - მშობლები

ლილიანას მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება - გოგონა კლინიკიდან გაწერეს

2025-10-20 13:11:51+04:00
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სულ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ქველმოქმედის დავით ოქროპილაშვილის (დანტესის), თურქეთში მყოფი ქართველი მედიკოსის მედეა იობაშვილის და საზოგადოების დახმარებით, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილი თურქეთში გაემგზავრა რთული ოპერაციის ჩასატარებლად. მხატვარი გოგონა ანკილოზის დიაგნოზით, სოფელ ფლავისმანიდან, თურქეთში წაიყვანეს ექიმ ალთან ვაროლთან და მისი ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
liliana-1760456677.png
ლილიანა უკვე კლინიკიდან გამოწერეს და სასტუმროში აგრძელებს რეაბილიტაციას. ყოველდღიურად უმჯობესდება მისი მდგომარეობა, რაზეც გავრცელებული კადრებიც მეტყველებს.