"შესაძლებელია ტემპერატურა -3 -4 გრადუსიც დაფიქსირდეს" - ყინვა და უამიმნდობა საქართველოში - მშობლები

"შესაძლებელია ტემპერატურა -3 -4 გრადუსიც დაფიქსირდეს" - ყინვა და უამინდობა საქართველოში

2025-10-20 13:31:09+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი,დოდო გვაზავაგადაცემაში"დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:

- დღეს 4-5 საათამდე დედაქალაქში უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 5 საათიდან მოიღრუბლება და გამორიცხული არ არის, რომ საღამოს საათებში, 6-7 საათისკენ, გაწვიმდეს და დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე მომატებას მოასწრებს. წვიმიანი ამინდი დედაქალაქში ღამის საათებშიც შენარჩუნდება და ხვალ დღისით, 21 ოქტომბერს, ღრუბლიანი ამინდი იქნება. შესაძლებელია, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს.

23 ოქტომბრის ღამის საათებში შეიძლება, გაწვიმდეს, რაც დღის ტემპერატურაზე ვერ იმოქმედებს. ღამით +10, +12 გრადუსი სითბო შენარჩუნდება. 23-24 ოქტომბერს დღის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხოლო, კვირის ბოლოს, 25-26 ოქტომბერს, შესაძლებელია, უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იყოს. დედაქალაქის ცალკეულ რეგიონში ნისლიც შეიძლება, გამოჩნდეს და ეს ყველაფერი ჰაერის ტემპერატურაზე იმოქმედებს.

დღეს შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასები გავრცელდება. 22-ში გამოიდარებს. შესაძლოა, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ღამის საათებში მინიმალური ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდეს. ზოგან შესაძლებელია, -3, -4 გრადუსიც დაფიქსირდეს. ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა სვანეთის რეგიონს შეეხება. მესტიაში შესაძლებელია, -3 გრადუსი დაფიქსირდეს. ასევე, ახალქალაქის, ბაკურიანის ტერიტორიაზეც. ახალციხეში არ არის გამორიცხული 0, -1 გრადუსი დაფიქსირდეს. ასევე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სტეფანწმინდა, გუდაურის მიდამოებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურის 0-ს ქვემოთ დავარდნაა მოსალოდნელი. დღეს ეს პროცესი დამთავრდება. აქედან გამომდინარე, კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მაგრამ, დღეს კავკასიონის ქედის ჩრდილომთიან რეგიონებში შესაძლებელია, ნალექი თოვლჭყაპის სახით იყოს.

ზღვისპირეთში ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მოქმედება ჭარბობს. ამიტომ, ეს ღრუბლიანობასა და ტემპერატურაზეც იმოქმედებს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა შეიძლება +20, +22 გრადუსის ფარგლებში იყოს. ასევე, დღეს აჭარის სანაპირო რაიონებში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი.

კახეთის რეგიონში 23-24 ოქტომბრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. კვირის ბოლოს ღრუბლიანი ამინდი იქნება. ზოგან შესაძლებელია, ნისლიც იყოს. მცირე ნალექისა და ტემპერატურის დაკლების შესაძლებლობა არსებობს.