ვალერი მელაძე იშვიათ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - მათ შორის, "დამალული" ძმიშვილის ფოტოს - მშობლები

ვალერი მელაძე იშვიათ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - მათ შორის, "დამალული" ძმიშვილის ფოტოს

2025-10-20 13:24:31+04:00

მომღერალი ვალერი მელაძე მამების დღეს გამოეხმაურა ოჯახური ფოტოებით და შემდეგი ტექსტით:

"დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ყველაზე ძლიერ და მზრუნველ მამაკაცებს - მამებს ეძღვნება! მამა არ არის უბრალოდ ოჯახის წევრი. ის არის დამრიგებელი, დამცველი და საყრდენი ყველა ბავშვისთვის. მისი სიბრძნე და ძალა ეხმარება შვილებს, გაიზარდონ თავდაჯერებულნი და მზადმყოფნი ცხოვრებისეული გამოცდილებებისთვის, იმის ცოდნით, რომ მამა სულ გვერდითაა. ვულოცავ ყველა მამას ამ დღეს".

ფოტოებზე ვალერი აღბეჭდილია პირველ ცოლთან და სამ ქალიშვილთან, ახლანდელ ცოლთან - ალბინა ჯანაბაევასთან და მასთან შეძენილ სამ შვილთან ერთად.

valeri1-1760953249.heic

valeri-1760953249.heic

ასევე გამოაქვეყნა ფოტო მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. ცნობისათვის, შარშან გარდაიცვალა მელაძეების მამა.

valer2-1760953249.heic

და არ გამორჩენია ძმის - კონსტანტინეს ფოტო შვილებთან ერთად. მათ შორის, ვაჟთან ერთად, რომლის ფოტოებიც ძალიან იშვიათია სოციალურ ქსელში. კონსტანტინეს ერთადერთ ვაჟს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს და მის შესახებ რამდენჯერმე საკმაოდ ემოციურად ისაუბრა კომპოზიტორმა.

valer5-1760953249.heic

valer55-1760953249.heic

საქმემ და კარიერამ დაანგრია ჩვენი ოჯახი... კონსტანტინემ და ბრეჟნევამ ცხოვრების 10 წელი მომპარეს - მელაძის ყოფილი ცოლი ქმრის საშინელ ღალატს იხსენებს

ვალერი მელაძის უფროსი ვაჟი, რომელსაც ის წლები მალავდა, ახლაც ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას - რას საქმიანობს ბიძის მოსახელე 21 წლის კონსტანტინე მელაძე?