მსახიობი გიორგი გურგულია ნოე სულაბერიძეს სტუმრობდა გადაცემაში და თავის ახლანდელ ცხოვრებაზეც ისაუბრა:
- ახლა დედაჩემთან ვცხოვრობ, მოხუცია დედაჩემი... მას ვუვლი. ჩემთანაა ჩემი მესამე ბიჭი, ანდრია, რომელიც 3 წლისა წამოვიდა ჩემთან და ჩემთან გაიზარდა... დღემდე ჩემთან ცხოვრობს... მამაჩემი 5 წლის წინ გარდაიცვალა. რეალურად, მოხუც დედას ვუვლი და ანდრიას ვზრდი, რომელიც 17 წლისაა და მსახიობობა უნდა... მთავარია ჩემი შვილები სწორ გზაზე დადგნენ, კეთილშობილი და სამშობლოს მოყვარულები გაიზარდონ.
გიორგი გურგულია ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ოთხი შვილი ჰყავს. პირველად 19 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე ნინო ფერაძე გახლდათ, რომელთანაც ერთი ვაჟი ლუკა გურგულია შეეძინა. 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა. მეორედ რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის დაზე, მხატვარ თამარ ფოცხიშვილზე იქორწინა. ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ თამარსაც დაშორდა. თანაცხოვრების პერიოდში წყვილს ერთი საერთო ვაჟი შეეძინათ.მესამე ქორწინება ხათუნა სალუქვაძესთან სკანდალურად დასრულდა. შვიდწლიანი თანაცხოვრებისა და საერთო ვაჟის შეძენის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მეოთხედ 2014 წელს იქორწინა ლარისა გიგაურზე, რომელმაც დაშორების შემდეგ ძალადობისთვის უჩივლა.
ქორწინებებზე ერთ-ერთ ინტერვიუში გურგულიამ აღნიშნა:
"პირველი ორი ქორწინება ერთი მიზეზით დაინგრა - სხვა ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, შემიყვარდა. მე ტყუილში ვერ ვიცხოვრებ. არ შემიძლია, ერთ ქალთან ვიყო, მერე წავიდე და სხვა ქალთან დავწვე. მესამე ქორწინების დანგრევას სხვა მიზეზები ჰქონდა. ამერიკაში წავედი, მე და ხათუნას ურთიერთობა მაშინ დაგვეძაბა. ექვსი თვე არ ვიყავი თბილისში.
რომ ჩამოვედი, უკვე დაძაბული იყო ურთიერთობა. ჩემი და ხათუნას დაშორების მიზეზი სხვა ქალი არ ყოფილა. ნინოსაც და მეორე მეუღლესაც ათ წელიწადში დავშორდი. როგორც ჩანს, ათ წელიწადში ჩემს ცხოვრებაში გარდატეხის პერიოდი დგება.
მესამე ქორწინებისას მეშვიდე წელს დაინგრა ჩვენი ურთიერთობა. ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ ადამიანები ყოველ შვიდ წელიწადში იცვლებიან. სულ ვამბობ, როცა ადამიანი სახლში შედიხარ და მოციმციმე თვალებს ვეღარ ხედავ, უნდა წამოხვიდე..."