გამოვიდა დიდი ხნის დაანონსებული სკანდალური მემუარები, რომელიცბრიტნი სპირსის ყოფილმა ქმარმა, კევინ ფედერლაინმა დაწერა. მემუარებში საკმაოდ ბევრი დეტალი და ოჯახური წვრილმანია, რაც ისედაც ფსიქიკურად არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი მომღერლისთვის მორიგ განსაცდელად იქცევა.
მაგალითად, კევინის ერთ-ერთი განცხადება ასეთია, ბრიტნიმ აიძულა მისი ვაჟი, პრესტონი, მასთან ერთად აბაზანა მიეღო, როდესაც ის მოზარდი იყო.ფედერლაინის თქმით, 10 ან 11 წლის ასაკში წყვილის ვაჟმა, პრესტონმა, მამას ჰკითხა, თუ რატომ აიძულებდა დედამისი მასთან ერთად ბანაობას. „ცხადი იყო, რომ ის, რბილად რომ ვთქვათ, არაკომფორტულად გრძნობდა თავს და მე ჩარევა და ამის შეჩერება მომიწია“, - წერს ფედერლაინი.
მან ასევე დასძინა, რომ სპირსი ბავშვებს მოლუსკებს აჭმევდა მათი ალერგიის მიუხედავად და საფენებში ატარებდა მას შემდეგ, რაც მათ ეს აღარ სჭირდებოდათ. გარდა ამისა, მომღერალი ხშირად შიშველი დადიოდა ბავშვების წინაშე.
ფედერლაინის მონათხრობის თანახმად, ერთხელ ბრიტნი ყოფილი ქმრის სახლში მივიდა „დახეული მაისურით, რომლიდანაც შიშველი მკერდი უჩანდა“.
წყვილის განქორწინების შემდეგ, ბავშვები მამასთან დარჩნენ, მაგრამ ბრიტნი ხანდახან ახერხებდა მათ სახლში წაყვანას. კევინი ყოველთვის ღელავდა იმაზე, თუ როგორ ატარებდნენ მისი ვაჟები დროს დედასთან, რომელიც, მისი სიტყვებით, „არაპროგნოზირებადი“ იყო. ერთ დღეს ბავშვები სახლში გათეთრებული თმით და თავის კანზე ქიმიური დამწვრობით დაბრუნდნენ.
„ეს არ იყო მელირება ან მსუბუქი გაქერავება“, იხსენებს ფედერლაინი. „მათი თმა იმდენად თეთრი იყო, რომ კანი დაეწვათ. თავის გადაპარსვა მომიწია და ქიმიური დამწვრობისგან თავის კანი ლეოპარდის ანაბეჭდს ჰგავდა“.
ადრე კევინ ფედერლაინმა ბრიტნი სპირსთან ურთიერთობის სხვა დეტალები გაამხილა. მაგალითად, მან განაცხადა, რომ მას და ბრიტნის სექსი შეხვედრიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში ჰქონდათ. მან ასევე თქვა, რომ ბრიტნი ნარკოტიკებს იყენებდა ვაჟების ძუძუთი კვების დროს და ხშირად შედიოდა მათ ოთახში დანით, სანამ მათ ეძინათ. სავარაუდოდ, ბრიტნი უბრალოდ ოთახში დანით იდგა და მოგვიანებით ახსნა-განმარტების გარეშე გადიოდა. ფედერლაინმა განაცხადა, რომ მას შვილების გამო ეშინოდა...
მემუარების გამოქვეყნების შემდეგ, 43 წლის მომღერალმა უპასუხა მას და განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც მისმა ყოფილმა ქმარმა მასზე დაწერა, ტყუილია. ის თვლის, რომ 47 წლის ფედერლაინს უბრალოდ სურს ფულის გამომუშავება თავისი სახელით, რადგან მისი შვილები ახლა ზრდასრულები არიან და ბრიტნი აღარ იხდის ალიმენტს.
კევინის მემუარებს ინტერნეტშიც ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან, რომ მისი ყოფილი ქმარი ცდილობს მოგების მიღებას მისი სახელით.
შეგახსენებთ, რომ 2000-იანი წლების პოპ-ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი და მოცეკვავე კევინ ფედერლაინი 2004 წელს დაქორწინდნენ, შეხვედრიდან სამი თვის შემდეგ.
სამწლიან ქორწინებაში ორი ვაჟი შეეძინათ: შონ პრესტონი და ჯეიდენ ჯეიმსი. განქორწინების შემდეგ, სასამართლომ წყვილის შვილებზე მეურვეობა მამას დააკისრა, ბრიტნი კი ალიმენტს იხდიდა. 2008 წელს ბრიტნიმ ნერვული შეტევა მიიღო, თავი გადაიპარსა და პაპარაცს თავს დაესხა. ამის შემდეგ, ვარსკვლავი მამის მეურვეობის ქვეშ მოექცა, საიდანაც მან მხოლოდ 2021 წელს შეძლო თავის დაღწევა.
მეურვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ბრიტნის გულშემატკივრები მის გამო შეშფოთდნენ: მან სოციალურ ქსელებში უცნაური ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო, მათ შორის დანებით ცეკვის. თავად მომღერალი ამტკიცებს, რომ კარგად არის.
ფედერლაინთან ქორწინების გარდა, სპირსს კიდევ ორი წარუმატებელი ქორწინება ჰქონდა.