"ყველაზე მდიდარი უსახლკარო", რომელიც ფეხშიშველი მართავს ძვირად ღირებულ მანქანებს - ვინ არის მამაკაცი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება - მშობლები

"ყველაზე მდიდარი უსახლკარო", რომელიც ფეხშიშველი მართავს ძვირად ღირებულ მანქანებს - ვინ არის მამაკაცი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

2025-10-21 12:11:14+04:00

2022 წელს სოციალურ მედიაში ილან ტობიანა გამოჩნდა, რომელმაც საოცარი გარეგნობითა და ქარიზმით უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მამაკაცი მაშინვე ზევსს შეადარეს და სოციალურ ქსელში მითოლოგიურ პერსონაჟად აღიქვეს. ილანი ძვირად ღირებულ მანქანებს მართავს, გამორჩეული სტილი აქვს, დიდ წვერს ატარებს და ხშირად უცნაურად აცვია. საკუთარ გამომწერებს მდიდრული სასტუმროებიდან გადაღებულ ვიდეოებს უზიარებს, აჩვენებს ძვირად ღირებულ ნივთებს, მოგზაურობის კადრებს და ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. მეორე მხრივ, მისი სტილი ზოგჯერ ისეთი უცნაურია, რომ ადამიანები "უსახლკაროდ" აღიქვამენ. ილანი შესაძლოა, საზოგადოების წინაშე ფეხსაცმლის გარეშე, დახეული მაისურითაც გამოჩნდეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის ძალიან მდიდარია და სტილი მხოლოდ იმიჯის ნაწილია.

როგორც ცნობილია, "თანამედროვე ზევსის" სახელით ცნობილი მილიონერი, ილან ტობიანო, პარიზში უძრავი ქონების სამართლის სპეციალიზირებული იურისტია.

ilan-tobiana-8-1761034989.jpg

ilan-tobiana-10-1761035004.jpg

1971 წლის 22 ნოემბერს, პარიზში დაიბადა. ფრანგული, მაროკოული და იტალიური წარმოშობისაა. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებს. ილანმა პარიზის პრესტიჟული უნივერსიტეტი სამოქალაქო სამართლის სპეციალობით დაამთავრა. 1999 წელს უძრავი ქონების სფეროში დაიწყო მუშაობა და ფირმა Moet & Associates-ში მუშაობდა. ტობიანა კლიენტებს უძრავი ქონების დავებთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევს და მათ ინტერესებს სასამართლოში იცავს. ასევე აქტიურად არის ჩართული უძრავი ქონების განვითარებასა და საინვესტიციო პროექტებში.აქვს სამოდელო ბიზნესი. საერთო ჯამში, მხოლოდ ამით თვეში 400 000 დოლარს შოულობს. ის ასევე კინოინდუსტრიაშია ჩართული. გარდა ამისა, ტიკ-ტოკზე უჩვეულო გარეგნობისა და საინტერესო კონტენტის დახმარებით, ძალიან პოპულარულია.

ilan-tobiana-1-1761035024.jpg

ilan-tobiana-2-1761035037.jpg

ilan-tobiana-4-1761035053.jpg

მამაკაცის პირად ცხოვრებაზე ბევრი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ილანი სკოლიდროინდელ შეყვარებულზე, ემილიზე დაქორწინდა და მათ 3 შვილი შეეძინათ. კიდევ ერთი წყარო წერს, რომ ილანი ცოლს გაშორებულია და ახლა ესტონელ მოდელს, რებეკა ვოსუსს ხვდება.

ilan-tobiana-3-1761035090.jpg

სოციალურ მედიაში მაყურებლის ყურადღება ილანის გარეგნობამ მიიქცია. ბევრი გამომწერი ამბობს, რომ მამაკაცი პირად ელეგანტურობას პროფესიულ დიდებულებასთან აერთიანებს.

ილან ტობიანას საერთო ქონება 60 მილიონ დოლარადაა შეფასებული. სორბონის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ის, ფაქტობრივად, არ გაჩერებულა და ცნობილ ადამიანებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს.

ilan-tobiana-9-1761035106.jpg

იმის გამო, რომ მამაკაცი ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე განსაკუთრებით პოპულარულია, მასთან არაერთი მსხვილი ბრენდი თანამშრომლობს.

"თანამედროვე ზევსი" გამორჩეული გარეგნობით პრიალა ჟურნალების გარეკანებსაც იპყრობს და სამოდელო ბიზნესშიც ცდის საკუთარ შესაძლებლობებს. ილანი რამდენიმე ფილმშიც გამოჩნდა.

ilan-tobiana-6-1761035121.jpg

მამაკაცს მარტო ინსტაგრამზე 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. სოციალურ მედიაში აქტიურობას აგრძელებს და სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს.