როცა მათი რომანი დაიწყო, მომავალი ვარსკვლავი 18 წლის იყო, მისი კოლეგა - 42-ის. ერთად ბევრი განსაცდელი გადალახეს და ისევ ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად მიიჩნევიან - აარონ ტეილორის სიყვარულის ამბავი - მშობლები

როცა მათი რომანი დაიწყო, მომავალი ვარსკვლავი 18 წლის იყო, მისი კოლეგა - 42-ის. ერთად ბევრი განსაცდელი გადალახეს და ისევ ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად მიიჩნევიან - აარონ ტეილორის სიყვარულის ამბავი

2025-10-22 08:40:23+04:00

აარონ ტეილორ-ჯონსონი ცნობილი ბრიტანელი მსახიობია, "ოქროს გლობუსის" ლაურეატი და ბევრი ცნობილი ფილმის ვარსკვლავი. 1990 წელს არის დაბადებული ებრაელების ოჯახში ინგლისში, ბაკინგემშირში. ბავშვობიდან დაინტერესდა მსახიობობით და მოზარდობის წლებიდან უკვე იღებდნენ კინოში. მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლად კი იქცა ჯონ ლენონის როლი ფილმში "გავხდე ჯონ ლენონი", რომლისთვისაც 2010 წელს ბრიტანულ პრესტიჟულ ჯილდოებზე იყო ნომინირებული და საუკეთესო დებიუტისთვის ჯილდოც მიიღო.

il-570xn-1761109686.3209955139_duod.webp

ფილმი არა მხოლოდ მისი კარიერისთვის იქცა გარღვევად, არამედ - პირად ცხოვრებაშიც. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე შეხვდა მასზე ბევრად უფროს, რეჟისორს, მხატვარსა და მსახიობს სამანტა ტეილორ ვუდს და მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა თუ საზოგადოების კრიტიკისა, ისინი მალევე დაინიშნენ. მაშინ აარონი 18 წლის იყო, სემი - 42-ის.

608967c93f0560001881c7ac-1761109685.webp

წყვილი მალე დაქორწინდა. სემისთვის ეს მეორე ქორწინება იყო. მანამდე ის ჯეი ჯოპლინგზე იყო დაქორწინებული და მასთან ორი ქალიშვილი ჰყავდა.

sam-taylor-wood-husband-jay-jopling-440nw-380545k-1761109686.jpg

სემს და აარონსაც ორი ქალიშვილი შეეძინათ ქორწინებაში.

aaron-taylor-johnson-family-1761109685.jpgsam-aaron-taylor-johnson-kids-zz-241213-01-fd7cfb-1761109686.jpg

მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, რომელთა შორის იყო სემის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები და ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, წყვილი კვლავ ერთადაა და ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილადაც მიიჩნევა.

gallery-1486648760-gettyimages-469627112-1761109686.jpgaaron-taylor-johnson-shirtless-090823-tout-ae899c4cf47f46949c777ec1e8c484ef-1761109685.jpg

ამბობენ, რომ სემი ყველანაირად ხელს უწყობს მეუღლეს კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებაში და აარონის მზარდი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ გვერდზე მდგომი ჭკვიანი და მზრუნველი ცოლია. რამდენიმე წარმატებული როლის შემდეგ, 2017 წელს აარონმა "ოქროს გლობუსი" მიიღო ფილმისთვის "ღამის საბურველის ქვეშ" და ყოველწლიურად ახალ-ახალ საინტერესო პროექტებში ჩნდება.

dsc3830-1761109686.webp

tumblr-e84ad1a32cb419a94287868e4dbc632d-9daa12d8-540-1761109686.png