რამდენიმე წლის შემდეგ, როცა შემთხვევით გახსნი ძველ ყუთებს ან ალბომს გადაშლი, და იქ შენი შვილის პირველ ნახატს იპოვი, გული აგიჩქარდება. თითქოს ის წარსული ისევ ცოცხლდება. ბავშვობის ნახატები იმ გულწრფელობას ინახავს, რომლითაც სამყაროს აღვიქვამდით. ასეთი ნახატები და წერილები დროის პატარა კაფსულაა, რომელსაც უდიდესი ემოციური ღირებულება აქვს.
ბევრ მშობელს სურს ეს მომენტები შეინახოს, მაგრამ ხშირად ფურცლები იკარგება, ზიანდება ან სადღაც უჩინარდება, სხვა საბუთებთან ერთად.
ბავშვები ხშირად ხატავენ იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემენ. ფურცელი ხდება მათი გულწრფელი ამბების ასახვის ადგილი, სადაც ფერები გრძნობებად იქცევა. სადაც პატარა ხელები ცისფერ ცას, წითელ სახლს ან მწვანე მინდორს ხატავს, იქ ყოველთვის იმალება ემოცია: სიხარული, ინტერესი, ზოგჯერ შიში ან ოცნება. ყოველი ნახატი პატარა ისტორიაა: თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად მიხვდებით, რა ახარებს, რაზე ფიქრობს, ვინ უყვარს და როგორ ხედავს სამყაროს თქვენი შვილი. სწორედ ამიტომ არის თითოეული ნახატი ფასეული. ეს არის ბავშვის შინაგანი სამყაროს ჩანაწერი, ემოციების ქრონიკა.
ბავშვის ნახატების შენახვა მხოლოდ სენტიმენტალური ჟესტი არ არის, ეს არის გზა, რომლითაც ინახავ მისი ბავშვობის ისტორიას. ყოველი ნახატი ასახავს იმას, თუ როგორ იცვლებოდა მისი ფიქრები და ემოციები წლების განმავლობაში. ამ ნახატებით ინახავთ მეხსიერების ისეთ დეტალებს, რომლებიც მომავალში გაუღვიძებს სითბოს, სიყვარულს და კავშირს საკუთარ ფესვებთან. წლების შემდეგ, როცა თქვენი შვილი თავისი ნახატებს გადახედავს, მხოლოდ სასაცილო ფიგურებს არ დაინახავს, ის დაინახავს იმ გულწრფელ, ოცნებით სავსე ბავშვს, რომელიც იყო. შენახული ნახატები ოჯახური მემკვიდრეობის ნაწილად იქცევა, ისეთად, რომელიც ყველას ახსენებს, რომ დროის სვლასთან ერთად გრძნობები და მოგონებები ჩვენთან რჩება.
მარტივი და მოსახერხებელი საშუალება, შვილის ნახატების შესანახად, დოკუმენტების საცავია, რომელსაც აქვს ლამაზი, გამძლე გარეკანი, მოჰყვება 50 ფაილი, რომელშიც შეგიძლიათ ჩაალაგოთ ნახატები ბავშვის ასაკის მიხედვით. პირველი ნახატიდან დაწყებული სკოლის სერტიფიკატებამდე დამთავრებული. საცავის გარეკანის შიდა მხარეს, დატანილია სპეციალური გრაფა, რომელშიც შენახული ნახატების და დოკუმენტების აღწერა ან თარიღები შეგიძლიათ ჩაინიშნოთ. დოკუმენტების საცავს მოჰყვება ასევე გენეალოგიური ხე, სადაც შეგიძლიათ ოჯახის ისტორია აღნიშნოთ და შთამომავლობას გადასცეთ. ასევე, წერილის შაბლონი, რომელიც შეგიძლიათ დაწეროთ, დალუქოთ და ამავე საცავში შეინახოთ, როგორც მემკვიდრეობის ემოციური ნაწილი.
წარმოიდგინეთ, როგორი ემოციური იქნება თქვენი შვილებისთვის წლების შემდეგ ამ საცავის გადაშლა.
დოკუმენტების საცავის შეძენა „ბიბლუსის“ ქსელში 10 ლარად შეგიძლიათ. ის არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ მთელი ოჯახის მემკვიდრეობისთვისაა შექმნილი. საცავში შეგიძლიათ აკინძოთ საბუთები, დოკუმენტები, სერტიფიკატები, ბავშვის ნახატები - ყველაფერი, რაც დღეს ჩვეულებრივი გვეჩვენება, მაგრამ მომავალში ყველაზე ძვირფასი მოგონება გახდება.
როდესაც შენახულ ნახატს ხელში იღებ, ხვდები, რომ ეს მხოლოდ ფურცელი არ არის, ეს შენი შვილის სამყაროა, მისი პირველი ემოციები და ფერები. ამიტომ ღირს, რომ თითოეული ნახატი, წერილი და მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეინახოთ იქ, სადაც დაცულად იქნებიან - თქვენს პირად დოკუმენტების საცავში, რომელიც ოჯახის ისტორიის ნაწილი გახდება.
R