ის მსოფლიოში ცნობილი მოდელი გახდა, მაგრამ ისევ ინდოეთის უღარიბეს უბანში, ცუდ პირობებში ცხოვრობს... - მალიშა ხარვას დაუჯერებელი ამბავი - მშობლები

ის მსოფლიოში ცნობილი მოდელი გახდა, მაგრამ ისევ ინდოეთის უღარიბეს უბანში, ცუდ პირობებში ცხოვრობს... - მალიშა ხარვას დაუჯერებელი ამბავი

2025-10-22 11:37:33+04:00

17 წლის მალიშა ხარვა ინდოელი მოდელია. ის კოსმეტიკის ლუქს ბრენდების სახე გახდა და ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გოგონა სოციალურ ქსელებსაც აქტიურად იყენებს, სადაც უკვე ნახევარი მილიონი გამომწერი ჰყავს. ამის მიუხედავად, მალიშა კვლავ ინდოეთის უღარიბეს უბანში, საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობს...

malisha-xarva-9-1761118695.jpg

"ყოველთვის ვმუშაობდი, დავიოდი სასწავლებელში და მთელი ტვირთი მე მქონდა აღებული... ერთხელ, პანდემიის დროს, ჩემს ბიძაშვილთან ერთად ქუჩაში ვსეირნობდი და უცხოელები დავინახეთ. ისინი ძალიან მეგობრულები იყვნენ. მათ ჰობის შესახებ გვკითხეს. მე ვუთხარი, რომ მოცეკვავეობაზე ვიცნებობდი. შემდეგ ერთ-ერთმა მითხრა, რომ მეგობარი, სახელად რობერტ ჰოფმანი ჰყავდა. მას კლიპისთვის მოცეკვავე გოგონები სჭირდებოდა." - იხსენებს გოგონა.

malisha-xarva-2-1761118725.jpg

malisha-xarva-3-1761118739.jpg

რობერტ ჰოფმანი ჰოლივუდის მსახიობი და ფილმის "ნაბიჯი წინ" ვარსკვლავია.

"მითხრეს, რომ მოდელობა შემეძლო და მამაჩემს დაელაპარაკნენ. მამაჩემმა თავიდან უარი თქვა, რადგან ჩვენი რელიგიისათვის ეს მიუღებელია. თუმცა შემდეგ ნებართვა ბაბუას სთხოვეს და ის დაგვთანხმდა." - ამბობს მალიშა.

malisha-xarva-8-1761118754.jpg

malisha-xarva-6-1761118771.jpg

ამის შემდეგ მალიშას ცხოვრება სრულად შეიცვალა. გოგონა არაერთი პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა, მისით უამრავი დიზაინერი დაინტერესდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა.

რატომ ცხოვრობს მალიშა კვლავ უღარიბეს უბანში?

როგორც თავად ამბობს, მას ოჯახის დატოვება არ სურს.

"ვხედავდი, ჩემი მშობლები რამდენს შრომობდნენ ჩვენთვის. შემდეგ დედა წავიდა... მამა ყოველდღე 12-13 ჩემთვის და ჩემი ძმისთვის მუშაობს..." - ამბობს ახალგაზრდა მოდელი.

მარტო გადასვლა არ სურს და არ ტოვებს ოჯახს, იმდენი კი ჯერ არ გამოუმუშავებია, რომ მთელი ოჯახისთვის იყიდოს სახლი. ამ ეტაპზე, იმავე ღარიბ უბანში ქირაობს პატარა ბინას და ამით ცოტა გაიუმჯობესა პირობები. სტაბილური შემოსავალი ჯერ არ აქვს, ამიტომ რასაც იღებს სარეკლამო თუ სხვა გადაღებებიდან, მიდის მისი და მისი ძმის სწავლაში. მალიშას სურს, სრულფასოვანი განათლება მიიღოს და მერე უკვე, წარმატებული კარიერა აიწყოს.

malisha-xarva-1761118806.jpg

483106175-1230290575767284-892815749026403235-n-1761121303.jpg

malisha-2-1761118822.jpg

469402209-1094267162444577-6648781203627224787-n-1761121303.jpg

მალიშა გამოჩნდა ისეთ პრესტიჟულ მოდის ჟურნალებში, როგორებიცაა: Cosmopolitan India, Grazia, Elle და Vogue

2023 წელს ხარვა Forest Essentials-ის "Yuvati" კოლექციის, ფუფუნების სილამაზისა და კანის მოვლის საშუალებების ბრენდის, სახე გახდა.

malisha-xarva-5-1761118855.jpg

გოგონა სოციალურ ქსელებშიც განსაკუთრებით პოპულარულია და საკუთარ გამომწერებს პირადი და პროფესიული ცხოვრების შესახებ ვიდეოებს უზიარებს.

559254830-18074658347136896-3781431206119170551-n-1761121304.jpg511599218-18065431682136896-6091892473762943214-n-1761121303.jpg469313634-1094212755783351-211213243016171374-n-1761121303.jpg