როცა საკუთარი შვილისთვის დასავლური თავისუფლება გინდა, სხვებისთვის კი - ირანული ციხე - აიათოლას გარემოცვის წევრის ქალიშვილის შოკისმომგვრელი ქორწილი - მშობლები

როცა საკუთარი შვილისთვის დასავლური თავისუფლება გინდა, სხვებისთვის კი - ირანული ციხე - აიათოლას გარემოცვის წევრის ქალიშვილის შოკისმომგვრელი ქორწილი

2025-10-22 15:09:13+04:00

ალი შამხანი,ირანის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც ქალთა მიმართ მკაცრი ისლამური წესების დამკვიდრებას ხელმძღვანელობდა, ამჟამად უპრეცედენტო სკანდალშია გახვეული.

ინტერნეტში გავრცელდა აიათოლა ალი ხამენეის უახლოესი გარემოცვის წევრის ქალიშვილის ქორწილის ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ საზეიმო ღონისძიება თეირანის უმდიდრეს სასტუმროში, დასავლური სტილში გადაიხადეს. ჩანს ასევე, რომ პატარძალს სადაც საკმაოდ თამამი კაბა აცვია, ასევე დასავლურ კოსტიუმებშია გამოწყობილი სტუმრების ნაწილიც.

შახმანი 2023 წლამდე უშიშროების სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო ტალღის უსასტიკესად ჩახშობა. ირანელმა ქალებმა მაშინ დიდ საპროტესტო აქციები გამართეს მორალის პოლიციის წინააღმდეგ.ახლა კი აღმოჩნდა, რომ ვინც მათ სჯიდა, ის ფუფუნებაში იხრჩობა და ჰიჯაბსაც არ ატარებს. ის ათწლეულების განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს კურირებდა, როგორიცაა ბირთვული მოლაპარაკებები აშშ-სთან და ირანის ეროვნული უსაფრთხოება.

  • ვიდეო, რომელმაც საზოგადოება გააღიზიანა

როგორც ირკვევა ირანელმა "ჩინოვნიკმა" ქალიშვილი აპრილში დააქორწინა. ქორწილის ვიდეო კი ინტერნეტში შაბათს ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჩანს თავად შახმანი, რომელსაც პატარძალი შეჰყავს დარბაზში.

  • პატარძალს აცვია ღრმად დეკოლტირებული, უმკლავო კაბა, რომელიც სავსე მკერდს უჩენს.
  • ადმირალის მეუღლეს კი ლურჯი მაქმანებიანი საღამოს კაბა ამშვენებს, რომელსაც ზურგი და გვერდები მოშიშვლებული აქვს.
  • ვიდეოში მყოფი სხვა ქალებიც თავსაბურავის (ჰიჯაბის) გარეშე არიან.

ეს ყველაფერი რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ მკაცრ ისლამურ მორალურ ნორმებს, რომელთა დაცვასაც შამხანის რეჟიმი საზოგადოებისგან მოითხოვს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო

არაბი პრინცი, რომლის გამოღვიძებასაც 20 წელი ელოდნენ, გარდაიცვალა - უმდიდრესი სამეფო ოჯახის მემკვიდრის ტრაგიკული ამბავი
ქმრის ნებართვის გარეშე, ექიმთანაც ვერ მივლენ - 10 მკაცრი წესი, რომელთა დაცვაც ქალებს არაბულ სამყაროში უწევთ