ცნობილი და გავლენიანი, მილიარდერი პედოფილის, ჯეფრი ეპშტეინის გარდაცვლილი მსხვერპლი და პირველი, ვინც პრინცი ენდრიუ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, ვირჯინია ჯუფრე, ისაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ბარაკის მსხვერპლიც აღმოჩნდა. ეს ფაქტი ჯუფრეს სიკვდილის შემდეგ გამოცემული მემუარებიდან გახდა ცნობილი. ამონარიდები წიგნიდან New York Post-მა გამოაქვეყნა.
ვირჯინიამ დეტალურად აღწერა ძალადობის შესახებ თავის წიგნში „არავის გოგო: მემუარები ძალადობის მერე გადარჩენისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის შესახებ“, რომელიც მალე გამოვა. ჯუფრე ამბობს, რომ ეჰუდი სასტიკად სცემდა, აუპატიურებდა და ასისხლიანებდა. როდესაც გოგონა „ეპშტეინს ჩარევას სთხოვდა“, ის ეუბნებოდა, რომ ეს „მისი სამუშაოს ნაწილი“ იყო.
თავის წიგნში ჯუფრემ არ დაასახელა თავისი მოძალადე, უბრალოდ „პრემიერ-მინისტრად“ მოიხსენია. ადრე განაცხადა, რომ საკუთარი სიცოცხლის გამო ეშინოდა, რადგან პოლიტიკოსი „მას ზიანს მიაყენებდა“, თუ მის სახელს გაამხელდა. თუმცა, სასამართლო დოკუმენტებში ვირჯინიამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკი დაასახელა იმ მრავალ ელიტურ ფიგურას შორის, რომლებმაც ის გააუპატიურეს.
თავის მემუარებში ვირჯინიამ მოყვა, თუ როგორ შეხვდა პირველად პრემიერ-მინისტრს ეპშტეინის კერძო კუნძულზე - აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე 2002 წელს, როდესაც ის მხოლოდ 18 წლის იყო. მას „უბრძანეს“, რომ მასთან ერთად გაეტარებინა დრო აუზის პირას მდებარე აგარაკზე, მაგრამ როგორც კი ისინი მარტო დარჩნენ, მამაკაცმა ნათლად განაცხადა, რომ „ძალადობა სურდა“.
„ის მახრჩობდა მანამ, სანამ გონებას არ დავკარგავდი და სიამოვნებას იღებდა ჩემი შიშის დანახვაზე. საშინლად იცინოდა, როცა ტკივილს მაყენებდა და კიდევ უფრო აღიგზნებოდა, როდესაც ვთხოვდი, გაჩერებულიყო. ქოხი დავტოვე პირიდან, საშოდან და ანუსიდან სისხლდენით... რამდენიმე დღის განმავლობაში სუნთქვა და ყლაპვა მიჭირდა“, - წერდა ჯუფრე.
ვირჯინიამ, რომელსაც ეპშტეინი გავლენიან ნაცნობებზე სექსუალური კავშირისთვის "აქირავებდა", თქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა ის „ყველაზე სასტიკად გააუპატიურა, ვიდრე ოდესმე ვინმეს გაუკეთებია“.
ინციდენტის შემდეგ, ჯუფრე ეპშტეინთან მივიდა და სთხოვა, რომ უკან არ დაებრუნებინა. „მუხლებზე დავეცი და ვევედრებოდი. არ ვიცი, ეპშტეინს ეშინოდა თუ არა ამ კაცის, თუ რამე ვალი ჰქონდა, მაგრამ არანაირი დაპირება არ მომცა. ცივად გააკეთა კომენტარი პოლიტიკოსის სისასტიკეზე: „ეს ხანდახან ხდება“.
„თავდასხმის შემდეგ, თითქოს გონება გამინათდა. ასეთი სასტიკი მოპყრობის და ეპშტეინის უგულო რეაქციის დანახვის შემდეგ, შემეშინდა. იძულებული გავხდი მეღიარებინა, ეპშტეინი მხოლოდ იმიტომ მაქებდა ხოლმე, რომ ჩემი მანიპულირებდა. „მას მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებდა“, - ნათქვამია წიგნში.
მალე ეპშტეინმა ვირჯინია ეჰუდთან მეორე შეხვედრაზე გაგზავნა, რომელიც „ლოლიტა ექსპრესზე“ (მეტსახელი „ბოინგ 727-100“-ისთვის, რომელიც მსჯავრდებულ სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინს ეკუთვნოდა) შედგა. ჯუფრის თქმით, ეს გამოცდილება გაცილებით ნაკლებად ძალადობრივი იყო, თუმცა მთელი საათი იმის შიშში გაატარა, რომ პოლიტიკოსი მოულოდნელად დაარტყამდა ან დაახრჩობდა.
ჯუფრემ აღიარა, რომ ეჰუდ ბარაკთან შეხვედრამდე გულუბრყვილოდ სჯეროდა, ჯეფრი ეპშტეინი ღელავდა იმ გოგონებზე, რომლებსაც ის სექსუალური ექსპლუატაციისთვის იყენებდა.
„მაშინ ეს არ ვიცოდი, პრემიერ-მინისტრთან მეორე შეხვედრა ჩემთვის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა“, - წერდა ჯუფრი. ამის შემდეგ მან შეწყვიტა ეპშტეინისთვის სხვა ახალგაზრდა ქალების დაქირავება, როგორც ამას ადრე იძულებით აკეთებდა.
საბოლოო ეპშტეინთან მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება კი მაშინ მიიღო, როდესაც მილიარდერმა და მისმა შეყვარებულმა, გისლენ მაქსველმა, სთხოვეს, მათი შვილი გაეჩინა. მათ შესთავაზეს მდიდრული სასახლე მოსამსახურეებით, მაგრამ მოითხოვდნენ, რომ უარი ეთქვა ყველა კანონიერ უფლებაზე. ვირჯინია ღელავდა, რომ მომავალში ბავშვს სექს-მონად გამოიყენებდნენ და გაქცევის დაგეგმვა დაიწყო. ჯუფრე საბოლოოდ გაქცევა მოახერხა, მაგრამ ეს გამოცდილება მთელი ცხოვრება თან სდევდა. მოგვიანებით ადვოკატი გახდა და ბოლომდე იბრძოდა სიმართლის დასამტკიცებლად.
ამ გაზაფხულზე, 41 წლის ვირჯინია ჯუფრემ თავი მოიკლა. ცოტა ხნით ადრე კი ავტოკატასტროფაში მოხვდა. მისი ახლობლები და ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ მისი მოშორება სურდათ, რადგან მან ძალიან ბევრი იცოდა.
ვირჯინია ჯუფრე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. მან განაცხადა, რომ ჯეფრი მას სექსუალურად „აქირავება“ თავის გავლენიან ნაცნობებზე და სამეფო ოჯახის წევრმა, პრინცმა ენდრიუმ, გოგონას 17 წლის ასაკში აიძულა სექსი. სექს-სკანდალის შემდეგ, პრინც ენდრიუს სამეფო პრივილეგიები ჩამოართვეს და ჯუფრეს 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს. ვირჯინიას მემუარების და ეპშტეინის საქმის შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების ფონზე, მეფე ჩარლზ III-ის უმცროსმა ძმამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა ყველა თავის ტიტულზე, მათ შორის იორკის ჰერცოგის ტიტულზე.
ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი ადამიანებით ვაჭრობასა და პედოფილიაში დაადანაშაულეს. 2019 წელს, გამოძიების დროს, ის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალურად, ეპშტეინმა თავი მოიკლა, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ის შესაძლოა მოკლეს, რათა ზედმეტი ინფორმაციის გამჟღავნება არ მომხდარიყო.