მოკრძალებული ქორწილი ბაღში და სუპერმოდელი სტუმრები - ბელა და ჯიჯი ჰადიდების უფროსი და დაქორწინდა (ფოტოები) - მშობლები

მოკრძალებული ქორწილი ბაღში და სუპერმოდელი სტუმრები - ბელა და ჯიჯი ჰადიდების უფროსი და დაქორწინდა (ფოტოები)

2025-10-23 12:50:47+04:00

სუპერმოდელ დებს ჯიჯი და ბელა ჰადიდებს მსოფლიო იცნობს. ბოლოს მათ "ვიქტორია სიქრეტის" შოუზე გაიბრწყინეს. თუმცა ნაკლებად ცნობილები არიან მათი და-ძმა. ერთ-ერთი მათგანი, 40 წლის ალანა ჰადიდი სულ ახლახან გათხოვდა და მისი ქორწილის ფოტოები მედიაში მოხვდა.

original-7-1761209650.webp

ალანა ჰადიდი თავის შეყვარებულს, პროდიუსერ როს უილიამსს გაჰყვა ცოლად.

original-13-1761209650.webp

საქორწილო ცერემონია ალანას მამის, მოჰამედ ჰადიდის ლოს-ანჯელესში მდებარე მამულში გაიმართა.

original-12-1761209650.webp

პატარძალი 76 წლის მოჰამედთან ერთად ვინტაჟური Vivienne Westwood-ის კაბით მივიდა საკურთხევლამდე.

original-11-1761209650.webp
სიძე-პატარძალი პატარძლის მშობლებთან ერთად

ალანას ნახევარდებს, ბელა და ჯიჯის, მწვანე კაბები ეცვათ, სტუმრებს შორის კი ბევრი ნათესავი იყო, მათ შორის ალანას ნახევარძმა, ანვარ ჰადიდი, პატარძლის დედა - მოჰამედის პირველი ცოლი, მერი ბატლერი - და მისი ამჟამინდელი შეყვარებული, კენია სილვა. წყვილის ქორწილის ფოტოსესია ბრიტანულ Vogue-ში გამოქვეყნდა.

ალანამ Vogue-ს განუცხადა, რომ მომავალ ქმარს გაცნობის აპლიკაციაში შეხვდა, სწორედ მაშინ, როდესაც არ ელოდა. „მეგონა, რომ აპლიკაციაში არავის შევხვდებოდი და შემდეგ - ხუმრობის გარეშე - ბოლოჯერ გადავატრიალე და აი, ისიც.“

original-10-1761209650.webp
და-ძმა ჰადიდები

original-6-1761209650.webp

ალანა ჰადიდი ამერიკელ-პალესტინელი დეველოპერის, მოჰამედ ჰადიდისა და მერი ბატლერის პირველ ქორწინებაში დაიბადა. ისინი 1992 წელს განქორწინდნენ. ყოფილ მეუღლეებს ასევე უფროსი ქალიშვილი, 45 წლის მარიელი ჰყავთ.

1994 წელს მოჰამედი ჰოლანდიელ მოდელ იოლანდე ჰადიდზე დაქორწინდა. ქორწინებიდან, რომელიც 2000 წლამდე გაგრძელდა, სამი შვილი შეეძინათ: ჯიჯი, ბელა და ანვარი. მოჰამედს ასევე ჰყავს უმცროსი ქალიშვილი, აიდან ნიქსი. ბოლო წლებში ის კენია სილვას ხვდება.

ალანა მოდის დიზაინერი და კინოკომპანია Watermelon Pictures-ის დამფუძნებელია. ის ცოტა ხნის წინ მოდელი გახდა და მოდის კვირეულის რამდენიმე ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

original-8-1761209650.webporiginal-9-1761209650.webporiginal-7-1761209650.webp

ცნობილ ტოპ-მოდელს, რომელიც დიდი ხანია იტანჯება იშვიათი მემკვიდრული დაავადებით, მდგომარეობა გაურთულდა - ბელა ჰადიდი ფოტოებს აქვეყნებს