მასზე ამბობდნენ, რომ სიკვდილს აჯობა... ცოლმა საკუთარი თირკმელი დაუთმო - უნიკალური ადამიანი, რომელიც ცეცხლში დაწვის შემდეგ გადარჩა და ისტორია შეცვალა - მშობლები

მასზე ამბობდნენ, რომ სიკვდილს აჯობა... ცოლმა საკუთარი თირკმელი დაუთმო - უნიკალური ადამიანი, რომელიც ცეცხლში დაწვის შემდეგ გადარჩა და ისტორია შეცვალა

2025-10-23 13:17:17+04:00

მასზე ამბობდნენ, რომ სიკვდილს აჯობა. ფორმულა-1-ის ლეგენდამ, ნიკო ლაუდამ, გაუძლო იმას, რასაც ნებისმიერი ადამიანის ფიზიკური და სულიერი განადგურება შეეძლო.

1976 წელს გერმანიის გრან-პრისთვის ასპარეზობისას მისი მანქანა ტრასიდან გადავარდა და ცეცხლი მოედო.

niki-laudas-horrific-accident-at-the-german-grand-prix-1976the-old-nurburgring-could-never-be-1761213295.jpg

ლაუდა ცეცხლის მახეში აღმოჩნდა - აალებულ კაბინაში იყო ჩაკეტილი, სანამ მისი გადმოყვანა მოახერხეს. ჩასუნთქული, ტოქსიკური აირებისგან სახის გარდა და ფილტვებზეც უმძიმესი დამწვრობა მიიღო. რამდენიმე დღეში კომაში ჩავარდა და ექიმები იმდენად უიმედოდ იყვნენ, სიკვდილისწინა ზიარებაც მიაღებინეს. მაგრამ ნიკი არასდროს არავის ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდა, ექვსი კვირის შემდეგ სახვევებით დაფარული სახით რბოლას დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, საშინელი იარებით, მაგრამ იგივე გამჭოლი მზერით და სიცოცხლისადმი გაუმაძღრობით.

niki-laudas-horrific-accident-at-the-german-grand-prix-1976the-old-nurburgring-could-never-be-1-1761213380.jpg

მთელი მსოფლიო მონუსხული უმზერდა, როცა ისევ საჭესთან დაჯდა. მისი დაბრუნება ვაჟკაცობისა და ძლიერი სულის სიმბოლო გახდა. ლაუდა სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და 54-ჯერ ავიდა გამამრჯვების კვარცხლბეკზე. ისტორიაში შევიდა მრბოლელი, რომელსაც 25-ჯერ მოიგო გრან-პრი. ერთადერთია, რომელმაც მსოფლიო ტიტული მოიგო როგორც ფერარისთან, ასევე მაკლარენთან, რაც უნიკალური შემთხვევაა ფორმულა 1-ის ისტორიაში. ასევე ერთადერთია, ვინც კლინიკურად სასიკვდილო ტრავმების შემდეგ ისევ დაუბრუნდა აქტიურ სპორტს.

niki-laudas-horrific-accident-at-the-german-grand-prix-1976the-old-nurburgring-could-never-be-4-1761213393.jpg

მისი იარები მიმსივე ლეგენდის ნაწილი გახდა. კარიერის დასრულების შემდეგაც არ მიუტოვებია სპორტი. ბიზნესმმენი და კონსულტანტი გახდა და ახალი ტაობის მრბოლელებს ეხმარებოდა.

ნიკი ლაუდა მდიდარ ოჯახში დაიბადა. ოჯახი წინააღმდეგი იყო მისი რბოლით გატაცების, რის გამოც ოცნების ასასრულებლად სოლიდური საბანკო სესის აღებაც მოუხდა.

ნიკი ლაუდა იყო ადამიანი, რომელმაც ფორმულა ერთის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. მანამდე ავტორბოლა მხოლოდ სიჩქარისა და სარისკო გამბედაობის თამაში იყო, მაგრამ ლაუდამ მას პროფესიონალიზმი, ინტელექტი და ტექნოლოგიური აზროვნება შემატა.

niki-laudas-horrific-accident-at-the-german-grand-prix-1976the-old-nurburgring-could-never-be-5-1761213420.jpg

პირველ რიგში, მან შეცვალა დამოკიდებულება მრბოლელის პროფესიაზე. მაშინ, როცა ბევრი მძღოლი მხოლოდ ტალანტს ეყრდნობოდა, ლაუდამ პირველმა დაიწყო სისტემური მუშაობა მანქანის სრულყოფაზე. ის მონაწილეობდა თითოეულ ტექნიკურ ტესტში, აკონტროლებდა ინჟინრების გადაწყვეტილებებს და დეტალურად სწავლობდა მანქანის მექანიკას. სწორედ მან შექმნა თანამედროვე ფორმულა ერთის სტანდარტი — მრბოლელი, რომელიც არა მხოლოდ საჭეს ატრიალებს, არამედ თავად არის გუნდის „ტექნიკური ტვინია”.

niki-laudas-horrific-accident-at-the-german-grand-prix-1976the-old-nurburgring-could-never-be-3-1761213442.jpg

მაშინ, როცა მისი Ferrari აალდა და ლაუდა მძიმე დამწვრობებით სიკვდილს გადაურჩა, ამ შემთხვევამ უსაფრთხოების პოლიტიკა შეცვალა სპორტში. მისი ინიციატივით ფორმულა ერთმა ტრასების გადახედვა დაიწყო, გაიზარდა უსაფრთხოების ზონები და მაშველთა რაოდენობა, შემოიღეს ახალი ცეცხლგამძლე ტანსაცმელი და ჩაფხუტების გაუმჯობესებული სტანდარტები. შედეგად, ფორმულა ერთი შეიცვალა – ის აღარ იყო მხოლოდ სიცოცხლის ფასად ჩატარებული შოუ, არამედ იქცა მაღალტექნოლოგიურ და დაცულ სპორტად.

ლაუდა გახდა სიმბოლო ადამიანური გამძლეობისა. დამწვარი სახითა და დაზიანებული ფილტვებით მან ყველას აჩვენა, რომ გამარჯვება მხოლოდ სიჩქარეზე არ არის დამოკიდებული. ის გახდა მაგალითი იმისა, რომ ჩემპიონობა მოითხოვს გონებრივ სიმტკიცეს, დისციპლინას და გამბედაობას.

niki-laudas-horrific-accident-at-the-german-grand-prix-1976the-old-nurburgring-could-never-be-2-1761213462.jpg

მან წარმატებით განავრცო თავისი ცოდნა მენეჯმენტსა და ბიზნესზე. იყო უნიკალური შემთხვევა, როცა ყოფილი მრბოლელი წარმატებული მეწარმე გახდა — დააფუძნა სამი ავიახაზი, ხელმძღვანელობდა Jaguar-ის გუნდს და მოგვიანებით Mercedes-ის ხელმძღვანელი გახდა, რომელმაც მმსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი გადაიბირა. ამ ნაბიჯმა ახალი ეპოქა გახსნა ფორმულა ერთში.

ორი ქორწინება

ნიკი ლაუდას პირადი ცხოვრება ისეთივე გამორჩეული იყო, როგორც მისი კარიერა. მის ცხოვრებაში ორი ქორწინება იყო - თითოეული განსხვავებული ხასიათითა და ისტორიით.

პირველი ცოლი მარლენ კნაუსი გახლდათ — ავსტრიელი მოდელი და არისტოკრატი ქალი, რომელიც ლაუდამ 1970-იან წლებში გაიცნო. ისინი 1976 წელს დაქორწინდნენ, როცა ნიკი საშინელ ავარიაში მოჰყვა.

niki-lauda-marlene-knaus-nikilauda-marleneknaus-f1-formula1-classicf1-1761213475.jpg

მარლენი იყო ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში გვერდით ედგა. ავარიის შემდეგ, როცა ლაუდა სიკვდილს ებრძოდა, მარლენი საავადმყოფოში ათენებდა. მათი ქორწინება თავდაპირველად ძალიან მტკიცე იყო, ოჯახი ავსტრიასა და ესპანეთში ცხოვრობდა, ორი შვილი შეეძინათ — მატიასი და ლუკასი.

წლების შემდეგ, როცა ლაუდა უფრო მეტად იყო ჩაერთო ბიზნესსა და ავიაციაში, ოჯახში ურთიერთობები დაიძაბა და წყვილი 1991 წელს დაშორდა, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

niki-lauda-marlene-knaus-nikilauda-marleneknaus-f1-formula1-classicf1-1-1761213494.jpg

niki-lauda-marlene-knaus-nikilauda-marleneknaus-f1-formula1-classicf1-3-1761213533.jpg

მეორე ქორწინება ნიკის ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული იყო. მისი მეორე ცოლი ბირგიტ ვეცინგერი გახდა, რომელიც ბორტგამცილებლად მუშაობდა ლაუდას ავიაკომპანიაში. მათი ურთიერთობა პროფესიულად დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ძლიერ სიყვარულში გადაიზარდა.

ბირგიტი გაცილებით ახალგაზრდა იყო, თუმცა მათ შორის ასაკობრივი სხვაობა არასდროს გამხდარა დაბრკოლება. ლაუდა ამ პერიოდში უკვე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებოდა — ძველი ავარიის შედეგად თირკმლები აღარ ფუნქციონირებდა. სწორედ მაშინ ბირგიტმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და 2005 წელს საკუთარი თირკმელი გაიღო მისთვის.

565389962-1875235826444675-4364431934816268941-n-1761213509.jpg

ლაუდა ამბობდა, რომ ბირგიტმა უსიტყვოდ გარეშე გადაარჩინა მისი სიცოცხლე. ლაუდამ და ბირგიტმა 2008 წელს იქორწინეს. იმ დროს ლაუდა 59, ბირგიტი კი 29 წლის იყო. 2009 წელს ტყუპი შეეძინათ — მაქსი და მია.

ბირგიტი მუდამ მის გვერდით იყო, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როცა ლაუდას ჯანმრთელობა კიდევ ერთხელ დამძიმდა. მათი ურთიერთობა იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება სიყვარული გადაიქცეს გულწრფელ ზრუნვად და თავგანწირვად .

ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში თირკმელების უკმარისობით გარდაიცვალა.