მომღერალი მარიამ როინიშვილი ცოტა ხნის წინ მეორედ გახდა დედა. მას და შეფმზარეულსა და ტელეწამყვან ვახო კანდელაკს საერთო ქალიშვილი - კირა გაუჩნდათ. პატარა კირა მონათლეს კიდეც და მას მერე მის ფოტოებს უფრო აქტიურად აქვეყნებენ.
ყველა აღნიშნავს, რომ კირა ძალიან ჰგავს მამას. ამაზე თავად მარიამიც ხუმრობს და ერთ-ერთ ფოტოზე ხუმრობით მინაწერიც აქვს: "ქალბატონი ვახო".
თუმცა ამჯერად თავისი ბავშვობის კადრები გამოაქვეყნა და კირას დედასთან მსგავსება აშკარაა. "ვახო, აშკარად იცვლება საზოგადოების აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ჰგავს კირა..." - წერს მარიამი.
პატარა კირასთან დიდ დროს ატარებს მისი უფრო და-ძმაც - მარიამის და ვახოს შვილები პირველი ქორწინებიდან. ისინი ისევე ესწრებოდნენ კირას ნათლობას, როგორც წყვილის ყოფილი მეუღლეები.