ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 7, 8, 16 ნოემბერს წარმოადგენს პრემიერას, არჩილ სულაკაურის ზღაპარს „ ცისფერი ირემი“.
დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი დავით ბახტაძე.
მხატვარი ანა დვალი, კომპოზიტორი გოგა ბერიძე, ქორეოგრაფი ნიკო ნანიტაშვილი, რეჟისორის ასისტენტი ქეთი ქანთარია.
დაუნდობელი მონადრირის ძაღლი გადაწყვეტს ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკ პატრონს და სახლიდან გაიპარება. ძაღლი პიპა გზად არაერთ მეგობარს გაიჩენს, რომელთა მეშვეობით, ცისფერ ირემს ბოროტი მონადირის განზრახვისგან იხსნიან.
ცისფერი ირემი -ტყის მარადიული სულია. ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება!
სპექტაკლში მომაწილეობენ: ნანა ვარამაშვილი, სოფიო ფერაძე, სალომე წურწუმია, გოგა ბერიძე, მერაბ შარიქძე, კახა გაბელაია, ლევან კაციაშვილი, იოსებ მოლოდინაშვილი, ირაკლი სიქტურაშვილი, მალხაზ შაყულაშვილი.
სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
NS