"ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შანსი 2-ჯერ შემცირდება" – განათლების კონსულტანტი სკოლებში 11-წლიანი სწავლების შედეგებზე - მშობლები

"ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შანსი 2-ჯერ შემცირდება" – განათლების კონსულტანტი სკოლებში 11-წლიანი სწავლების შედეგებზე

2025-10-24 10:19:30+04:00

განათლების კონსულტანტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი,ნათია სირაბიძე, სოციალურ ქსელში სკოლების 11-წლიან სწავლებაზე გადასვლის ინიციატივას აფასებს და ამბობს, რომ იმ წელს, როდესაც ცვლილება ამოქმედდება, მე-11 და მე-12 კლასელები ერთად დაამთავრებენ და საქართველოს ორჯერ მეტი აბიტურიენტი ეყოლება, უნივერსიტეტებში კი მისაღებად გაცილებით ნაკლები ადგილი იქნება გამოყოფილი:

- როგორც კი, სკოლებში 11-წლიანი სწავლება ამოქმედდება, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შანსი ორჯერ შემცირდება. 2025 წელს 39 ათასი აბიტურიენტი გვყავდა, აქედან 32 ათასმა ჩააბარა. ეს ნიშნავს, რომ, დაახლოებით, 82% უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა. იმ წელს, როდესაც სასკოლო განათლება 11-წლიანი გახდება, მე-11 და მე-12 კლასელები ერთად იქნებიან აბიტურიენტები და ამ შემთხვევაში, დაახლოებით, 75-78 ათასი აბიტურიენტი გვეყოლება, რომლებსაც უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი ექნებათ. თუ 32 ათასი ადგილი იქნება, მათი 40-45% შეძლებს ჩაბარებას. ყოველი მეორე კი არა, ზოგიერთ შემთხვევაში, ყოველი მესამე აბიტურიენტი შეძლებს უმაღლესში ჩაბარებას. ამას კიდევ დაემატება ის ფაქტორი, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობა გაუქმდება და თითო ქალაქში თითო უნივერსიტეტი დარჩება.