თუ სახლში მუდმივად რაღაცას ეძებ, ეს ბლოგი წაიკითხე! - მშობლები

თუ სახლში მუდმივად რაღაცას ეძებ, ეს ბლოგი წაიკითხე!

2025-10-24 11:31:08+04:00

გულწრფელად მიპასუხე - ოდესმე გაგღვიძებია შუაღამეს, აჩქარებული გულისცემითა და შფოთვით და გიფიქრია: - „სად არის ჩემი პასპორტი?“ ან, რაღაც ფორმას ავსებდი და აღმოაჩინე, რომ დაბადების მოწმობა გაქრა?.. - მერამდენედ.

იწყება სპეცოპერაცია სახელწოდებით „საუკუნის ძებნა“: ყველა უჯრა, ყველა ყუთი, ბოლოს მაცივარიც კი... და ბოლოს, საჭირო ფურცელს იპოვი ფეხსაცმლის ყუთში, საშობაო განათებების გვერდით.

სიტუაცია გეცნობა? - არცაა გასაკვირი.

მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, წარმოუდგენელი რაოდენობით დოკუმენტებს ვაგროვებთ: პასპორტებს, დიპლომებს, სერტიფიკატებს, სადაზღვევო ბარათებს, სამედიცინო ჩანაწერებს, გარანტიის ხელშეკრულებებს... მერე შენსას ემატება ქმრის, შვილების დაბადების მოწმობები, სიგელები და ასე დაუსრულებლად.

566501535-1371318991022533-8554131124274506127-n-1761291218.png

ჯერ საკუთარ საბუთებს ეძებ, შემდეგ ქმრისას, ბოლოს შვილების - ოჯახური ქაოსის არქივარიუსის წოდება ნამდვილად დაიმსახურე!

განსაკუთრებით „სახალისოა“ მოგზაურობის წინ: როცა შენი ჩემოდანი ჩალაგებულია, ბილეთები ნაყიდია და დილის 3 საათზე საწოლიდან ყვირილით წამოხტები: „სად არის ჩემი პასპორტი?“ - გილოცავ, ბინის მარათონი იწყება!

თუ ვერასდროს მოაწესრიგე შენი პირადი ფასეული „მაკულატურა“, შენთვის კარგი ამბავი მაქვს: ჩვენნაირების ცხოვრებაში ნამდვილი მხსნელი გამოჩნდა - დოკუმენტების საცავი! მას არა მხოლოდ ლამაზი ყდა აქვს, არამედ ფუნქციური და მოსახერხებელია. 50 ფაილი მოჰყვება, ყდის შიდა მხარეს სპეციალური გრაფა, სადაც ჩაწერ, რომელ ფაილში რას ინახავ. დამატებით მოჰყვება გენეალოგიური ხე და სპეციალური წერილის შაბლონი, რომელშიც შეგიძლია დაწერო წერილი შენზე, შენს ოჯახზე, შეინახო საცავში და წლების შემდეგ, მას შენი შვილიშვილები წაიკითხავენ - წარმოგიდგენია, როგორი ემოციური იქნება?

566512772-836156439156255-7156412432846550496-n-1761291251.jpg

დოკუმენტების საცავში შეგიძლია შეინახო ყველაფერი: შვილის პირველი ნახატებიდან დაწყებული, ოფიციალური დოკუმენტებით დამთავრებული. ლამაზი ყდა იდეალურად ეწერება ნებისმიერ ინტერიერში.

დოკუმენტების საცავი შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი საბუთები ერთ ადგილას, უსაფრთხოდ შეინახოთ. საცავი დამზადებულია გამძლე და ხარისხიანი მასალისგან. ეწვიეთ „ბიბლუსის“ ფილიალებს, ან შეიძინეთ ონლაინ

564859845-1120748273375588-5837528575710090882-n-1761291278.jpg

შეგიძლია მშვიდად დაიძინო, შუაღამეს აღარ გაგეღვიძება პანიკაში. გადაშლი შენს პირად არქივს და იგრძნობ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა.

ასე, რომ თუ მუდმივად რაღაცას ეძებ, უბრალოდ აღიარე: შენც გჭირდება საკუთარი დოკუმენტების მხსნელი.

ავტორი: თეა ინასარიძე