MedTech Hackathon X–XII კლასის მოსწავლეებისთვის 15:02 / 24-10-2025 - მშობლები

MedTech Hackathon X–XII კლასის მოსწავლეებისთვის 15:02 / 24-10-2025

2025-10-24 15:05:50+04:00
ალტე უნივერსიტეტისმედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, 6–7 ნოემბერს გაიმართება ორდღიანიMedTech Hackathon, თემაზე -“AI for Care”,რომლის საპრიზო ფონდი 3000 ლარია.

პროექტი განკუთვნილია X–XII კლასის მოსწავლეებისა და ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ რეალურ გამოწვევებზე, შექმნიან პროტოტიპებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და გაეცნობიან მედიცინისა და IT მიმართულებების გადაკვეთის ახალ შესაძლებლობებს.

Პროექტს განსაკუთრებულს ხდის შერეული გუნდური ფორმატი: თითოეულ გუნდში იქნებიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე - ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები -მედიცინისადასაინფორმაციო ტექნოლოგიებისსკოლებიდან. თითოეულ გუნდს დაემატება ორი ექსპერტ-სტუდენტი, რომლებიც თემატური ცოდნითა და პრაქტიკული ჩართულობით დაეხმარებიან მონაწილეებს იდეის განვითარებაში, დახვეწასა და განხორციელებაში.

ჰაკათონამდე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები, რომლებიც მოიცავს ინტერაქციულ სესიებს ტექნოლოგიების ტენდენციებზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებებზე და დარგებს შორის ინტერდისციპლინურ კავშირებზე. სტუდენტებისთვის ჩატარდება ლიდერული და გუნდური მუშაობის ტრენინგები, რომლებიც მათ დაეხმარება როგორც მენტორად, ისე - აქტიურ მონაწილედ ჩართვაში.

6 ნოემბერს, გუნდები ალტე უნივერსიტეტისინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრშისაკუთარი პროექტების პროტოტიპებზე იმუშავებენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიურ რესურსებს გამოიყენებენ, მათ შორის 3D პრინტერს და ლაზერულ მჭრელს.

7 ნოემბერს გაიმართება ფინალური პრეზენტაციები (ფიჩინგი), სადაც გუნდები ჟიურის წინაშე საკუთარ იდეებს წარადგენენ. შეფასების შემდგომ კი გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან.

პროექტის საპრიზო ფონდი ჯამში 3000 ლარს შეადგენს. საუკეთესო გუნდის მოსწავლეები მიიღებენფულად ჯილდოსდა იდეის განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერასალტე უნივერსიტეტისგან,ხოლო სტუდენტებსტექნიკის ვაუჩერებს გადაეცემათ. პროექტის მხარდამჭერია“4 Hospitals”, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემს ფულად ჯილდოს. გუნდებთან ერთად დაჯილდოვდებიან სტუდენტი მენტორებიცა და ექსპერტებიც.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მედიცინის მომავალზე იფიქრონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ტექნოლოგიურ კონტექსტშიც - ნახონ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, მონიტორინგსა და პაციენტზე ზრუნვის პროცესს.“- აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანიგიორგი გაბისონია.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანირუსო სანაძეკი ინიციატივის ინტერდისციპლინურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს:„MedTech Hackathonაერთიანებს ისეთი დარგების კავშირს, როგორებიცაა მედიცინა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ორივე დარგი თანამედროვე გამოწვევების წინაშე დგას: სწრაფად ცვლადი ცვლილებებისა და ინოვაციური პროდუქტების გამოყენებას და სამუშაო პროცესში მათ ინტეგრაციას საჭიროებს. ჰაკათონის მიზანია, დაანახოს მონაწილეებს ინტერდისციპლინური კავშირებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების უპირატესობები, გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა და განუვითაროს გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარები განსხვავებულ და ინკლუზიურ გარემოში.“

პროექტი ერთდროულად აძლიერებს მოსწავლეთა კარიერულ ორიენტაციასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. მონაწილე სტუდენტებისთვის აქტივობა ჩაითვლება როგორც სასწავლო პროცესის ნაწილი და დაეხმარებათ პორტფოლიოს ფორმირებაში დეკანის გრანტისა და სხვა შიდა საუნივერსიტეტო წახალისებების მოსაპოვებლად.

რეგისტრაცია მიმდინარეობს26 ოქტომბრის ჩათვლითბმულზე:

http://bit.ly/4mXWofk

R