სამართალდამცავებმა დააკავეს რეჟისორი გიორგი ლიფონავა, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, მწერალი და პუბლიცისტი ზვიად კვარაცხელია... - მშობლები

სამართალდამცავებმა დააკავეს რეჟისორი გიორგი ლიფონავა, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, მწერალი და პუბლიცისტი ზვიად კვარაცხელია...

2025-10-24 20:35:30+04:00
ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს. ინფორმაციას ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
  • „ახლა დამირეკეს პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო“,- წერს ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა დოდო შონავა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლე მაიკო ბოკერიაც დააკავეს.

  • გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, რეჟისორი და „ფორმულას“ დამფუძნებელი გიორგი ლიფონავაც დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ლიფონავას, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას ედავებიან.

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გარდა აღნიშნული პირებისა დაკავებულები არიან:

მწერალი და პუბლიცისტი ზვიად კვარაცხელია; ნათია გოგავა, ნათია ლეთოდიანი, ნინო ლაღიძე, დავით მშვენიერაძე, ბაჩო ქიმუცაძე, ზურა ცხადაძე, ანუკა გამსახურდია, დანი მაღრაძე, თენგო კირთაძე, ლაშა ბრეგვაძე, სოფი როინიშვილი, აჩი გოჩიტაშვილი და გიორგი მელითაური.

ambebi.ge
როგორ ეხმაურებიან მსახიობები რეჟისორ გიორგი ლიფონავას დაკავებას - ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანი, ვინც შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში