მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი და პოპულაური სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" და კიდევ რამდენიმე წარმატებული სერიალის რეჟისორი გიორგი ლიფონავა დააკავეს. მის დაკავებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, მსახიობები, რომლებსაც რეჟისორთან ერთად არაერთ პროექტზე უმუშავიათ - ანა ტყებუჩავა, ნანა ბუთხუზი, კახა გოგიძე, გიორგი კალანდარიშვილი, ანი ბებია...
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ თემაზე სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ნიკა ქავთარაძეა:
"თუ ვინმეს რამე არაქოცური და კარგი გაუკეთებია, ყველას პირად მტრად თვლის ბიძინა ივანიშვილი! ჩემი უძვირფასესი მეგობარი და საუკეთესო ადამიანი, გიორგი ლიფონავა დაიჭირეს, თქვე რუსებო... ყველა იმ მსახიობის დედაც, ვინც გიორგის ჩცდ-ში გადაუღია და დღეს მის დაჭერას ხმამაღლა არ გააპროტესტებს!
გიორგი ლიფონავა და მე 20 წლის წინ დავმეგობრდით. უამრავი რამ გვიკეთებია ერთად და ცალ-ცალკეც. ზოგჯერ ეგ რეჟისორი იყო და მე პროდუსერი, ზოგჯერ მე წამყვანი და ეგ რეჟისორი, ან მსახიობი და რეჟისორი. გიოს აქვს ერთი უნიკალური ნიჭი, რამხელა გუნდიც უნდა მუშაობდეს გადაღებაზე, თუნდაც “მასოვკის” მსახიობების სახელებსაც კი იმახსოვრებს და ისე მიმართავს. სასწაულია მასთან მუშაობა. სასწაულია ის შედეგიც, რასაც ბოლოში დებს. 2005-დან დავიწყეთ სერიალები, რომლის რეჟისორიც გიო იყო. 2011-დან უკვე - "ჩემი ცოლის დაქალები". ამ 20 წლის განმავლობაში, ლიფონავას ხელში გაიარა თითქმის ყველა ცოცხალმა მსახიობმა. მათ შორის ძალიან ცნობილმა ვარსკვლავებმაც. თუმცა, ახლა იმათზე ვწერ, ვინც მხოლოდ პროფესიით იყო მსახიობი, ან სამეგობროში თვლიდნენ არტისტულად. მაგარი სცენარის, ძალიან დიდი ჯგუფის და რაც მთავარია, ლიფონავას განსაკუთრებული მონდომებით, ეს “ნახევრადნიჭიერი”, არაპროფესიონალი ხალხი, იქცა სუპერ-ვარსკვლავებად! და როგორც ხდება ხოლმე, მათმა დიდმა ნაწილმა, მართლა დაიჯერა საკუთარი განსაკუთრებულობა. წლებია ჭამენ, სვამენ, მოგზაურობენ, ეკრანებიდან ჩანან. და ამ ყველაფრის ერთადერთი საბაბი არის ის, რომ “იყვნენ” (!!!) ჩცდს მსახიობები! ასეთები არიან ათობით და ასობით! თვეების წინ, როცა რუსთაველზე ჩცდ მარში იყო, მაგ მომენტში გავბრაზდი, როცა იქ ის ხალხი არ მო...ა, ვინც არაფერია ცხოვრებაში, გარდა ჩცდ-ს მსახიობისა და სულ 50 წელიც რომ გავიდეს და სულ იაქტიურონ, მაგათი ინტელექტი და ნიჭი მაინც ვერაფერს მისცემს იმაზე დიდს, რაც ამ სერიალმა და გიორგი ლიფონავამ მისცა! უმადურობაზე გულისამრევი, იშვიათი რამაა!"
ანა ტყებუჩავა: "მესამედ რომ დაიჭერ ადამიანს და კიდევ რუსთაველზე დგას, არ ესმის თქვენი ენა და არ ეშინია, რა ვერ მიხვდით".
მარიშკა ჯავახაძე: "ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, რაც დღეს ხდება. ადამიანი, ვისთანაც მქონდა მუშაობის ბედნიერება, გიორგი ლიფონავა — ყოველთვის გამოირჩეოდა ქვეყნის სიყვარულით და სიმართლისთვის ბრძოლით. მადლობელი ვარ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, მჯერა — ბოლოს სიმართლე გაიმარჯვებს, სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება!"
ქეთი ხუციშვილი: „რამდენიმე წელი ვითანამშრომლე გიორგი ლიფონავასთან „ჩემი ცოლის დაქალებში“ და მინდა ვთქვა, რომ გიორგი არის ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანი, ვინც შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული და თავისი საქმის იშვიათი პროფესიონალი. ჩემი მხარდაჭერა მას".