როგორ ცხოვრობს 10 წლის ბავშვის სხეულში "დატყვევებული" 20 წლის ბიჭი - "ყველას ბავშვი ვგონივარ და სულ მეუხეშებიან..." - მშობლები

როგორ ცხოვრობს 10 წლის ბავშვის სხეულში "დატყვევებული" 20 წლის ბიჭი - "ყველას ბავშვი ვგონივარ და სულ მეუხეშებიან..."

2025-10-25 22:48:37+04:00

წარმოიდგინეთ, ბარში მიდიხართ და 10 წლის მიმტანი გემსახურებათ. ან ხედავთ 10 წლის ბიჭს, რომელსაც ალკოჰოლის ბოთლი უჭირავს. შოკისმომგვრელია, არა? 20 წლის დანილ იანდუკოვი იძულებულია, უცნობებთან მუდმივად თავი გაამართლოს და პასპორტი აჩვენოს, რადგან მეხუთეკლასელს ჰგავს. მას ჰორმონალური დისბალანსი აქვს, რის გამოც სამუდამოდ ბავშვის სხეულშია გამოკეტილი...

20 წლის დანიილი 140 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 23 კილოგრამს იწონის, მაგრამ არავინ სჯერა, რომ ის ზრდასრული ადამიანია. ხშირად ხვდება გაუგებრობაში და გარშემომყოფების მხრიდანაც მუდმივად აწყდება ცუდ დამოკიდებულებას. ხალხი ძალიან უცნაურად რეაგირებს პატარა ბიჭზე, რომელიც "დიდურად" იქცევა. მაგალითად, სიგარეტს სთხოვს გამვლელს. დანილი აღნიშნავს, რომ ზრდასრულები ორ ტიპად იყოფიან რეაქციების მხრივ: ზოგი ენას უჩლიქავს, ზოგი კი უხეში და თავხედია.

„მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი თავს უფლებას აძლევს, უხეშად მოეპყრას ბავშვებს, თუ ცუდი დღე აქვს... მესმის, რომ ისინი მე ბავშვად აღიქვამენ, თუმცა ბავშვთან კი უნდა მოიქცნენ ასე? ზოგჯერ საკუთარ თავს ვაძლევ უფლებას, საპასუხოდ მეც ვიუხეშო", - ამბობს დანილი.

სინამდვილეში, დანილი არ ეწევა და იშვიათად სვამს ალკოჰოლს. ის, როგორც წესი, გამვლელებს სიგარეტსა და ლუდს სთხოვს გასართობად. მან სწრაფად გააცნობიერა, რომ რაკი ასეთი ნიკალურია, იუმორის გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებს, ამიტომ ხშირად იღებს სასაცილო ვიდეოებს და აქვეყნებს სოციალურ მედიაში. ბევრი მომხმარებელი ამ ვიდეოებს სკოლის მოსწავლის ხუმრობებად აღიქვამს, ზოგი კი თვლის, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

დანილი დარწმუნებულია, რომ უნდა გააგრძელოს თავისი ბლოგის განვითარება და ისარგებლოს თავისი უჩვეულო გარეგნობით.

1-2390117-1761419253.png

„ხალხი უჩვეულოდ რეაგირებს: „რას აკეთებ, ბავშვო? ბევრს ჰგონია, რომ ჩემი დოკუმენტები ყალბია“, - წუწუნებს დანილი.

„ყველა გაიზარდა, მაგრამ მე - არა“

458x600-1-7347fcc9cbe7d1935a23820e5719c79a594x779-0xqxpamabg-6711819715120554021-1761419065.jpg.webp

ბავშვობაში, უფროს დასთან ერთად

დანილ იანდუკოვი ამურის ოლქის ქალაქ ბელოგორსკიდან არის. ბავშვობაში ჩვეულებრივი ბავშვი იყო, თუმცა დაახლოებით მეშვიდე კლასში გადახრები დაიწყო და ყველა თანაკლასელმა გაასწრო წონითა და სიმაღლით. მშობლებმა ეჭვი შეიტანეს, რომ რაღაც რიგზე არ იყო. დანილს ორი უფროსი და ჰყავს და ორივე სრულიად ჯანმრთელია, ყველანაირი ანომალიის გარეშე.

ახალგაზრდა მამაკაცი იხსენებს, როგორ დაჰყავდათ მშობლებს მთელი მოზარდობა ექიმებთან, რათა გაერკვიათ, თუ რატომ არ იზრდებოდა მათი შვილი. თავდაპირველად, გენეტიკურ მუტაციას ეჭვობდნენ, მაგრამ ანალიზებმა არაფერი აჩვენა. ექიმებმა ზრდის ჰორმონების ნაკლებობა აღმოაჩინეს, რის გამოც დანილი 10 წლის ბავშვის ორგანიზმში დარჩა. რამდენიმე წლის განმავლობაში მოზარდს ჰორმონალური ინიექციები გაუკეთეს, მაგრამ მათ არანაირი ეფექტი არ ჰქონდა და 18 წლის ასაკში მკურნალობა შეწყვიტეს. დანილმა გადაწყვიტა, მიეღო ცხოვრება ისეთი, როგორიც არის.

დანილი თავის სიმაღლეს მიჩვეულია, თუმცა სახლში მაღლა მდებარე ნივთებს რომ მისწვდეს, სკამით სარგებლობა უწევს. ყველაზე რთული სხვებისთვის იმის ახსნაა, რომ ის ზრდასრული ადამიანია. ამის გამო, მან მაშინვე უარი თქვა ბევრ პროფესიაზე, რადგან მას უბრალოდ სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

ამჟამად ბარში მიმტანად მუშაობს, რაც თავისთავად გასაკვირია. 140 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე დანილს სასმელებით სავსე მძიმე ლანგრების ტარება უწევს და გამუდმებით ყველას უხსნის, რომ 18 წელს გადაცილებულია. თუმცა, მისი კოლეგები და მუდმივი სტუმრები ამას შეეჩვივნენ და არაფერი უკვირთ.

728x501-1-7e2ef8192a8a3f1ec8da605fae2376bb1467x1009-0x1uono9se-3709807333949136809-1761419065.png.webp

დანილს ტანსაცმლის არჩევაც უჭირს. მას ან ბავშვთა განყოფილებაში უწევს ტანსაცმლის ყიდვა, ან ზრდასრულთა ზომის ტანსაცმლის შეკერვა. თუმცა, ამ გარეგნობას თავისი უპირატესობებიც აქვს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში დანილს ხშირად ბავშვად აღიქვამენ და მგზავრობის საფასურს არ ახდევინებენ.

728x493-1-3807a68b3f449b6670ada47233ee62cd1302x882-0xklzjbgah-8173028393167242395-1761419065.png.webp

დანილს მანქანა ჰყავს, მაგრამ მანქანის მართვა კიდევ ერთი თავის ტკივილია. როდესაც სადმე მანქანით მიდის, ყველას გონიაა, რომ ბავშვი მართავს მანქანას.

728x415-1-861d61d76892d7d043db20d4f68853b61817x1036-0xgudi1nwy-3374854311482690257-1761419065.png.webp

ამჟამად, მუშაობის პარალელურად, უნივერსიტეტში უსაფრთხოების ინჟინერიას სწავლობს და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. ახლა იხსენებს, როგორ არ სურდათ სტუდენტების ცერემონიაზე მისი შეშვება, რადგან ფიქრობდნენ, რომ ბავშვი იყო.

ამბობს, რომ ისწავლა საკუთარი გარეგნობით ცხოვრება. ახლა რომ მისთვის ცხოვრების შეცვლა ეთხოვათ, არაფერს შეცვლიდა. სამსახურში პოპულარულია და სტუმრებიც სიამოვნებით უტოვებენ ფულს. ჰყავს მეგობრები, ზოგი უფროსი ასაკისაც. პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გოგონებს იზიდავს, განსაკუთრებით კლუბებში, და ზოგიერთ ნაცნობს შურს კიდეც. თუმცა, მას ჯერ ურთიერთობა არ სურს; ის უფრო თვითრეალიზებითა და კარიერის აწყობით არის დაინტერესებული, ასევე, პატარა სიამოვნებებით, როგორიცაა ნადირობა და თევზაობა. არ არის მიჯაჭვული წარსულზე ან ოცნების ციხეკოშკების აგებაზე, დღევანდელი დღით ცხოვრობს, ეხმარება დედას - რეგულარულად უგზავნის მას ფულს სხვადასხვა საჭიროებისთვის.

ბავშვები მოხუცი ადამიანების სხეულში - როგორ ცხოვრობენ იშვიათი დაავადების მქონე პატარები, რომლებიც ნაადრევად ბერდებიან
მან 20 წლის წინ შეწყვიტა ზრდის პროცესი და ახლა სკოლის მოსწავლეს ჰგავს